Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩნდება ეჭვი, რომ საქმე უნდა გვქონდეს ბიოლოგიურ იარაღთან” – მოსალოდნელია თუ არა შავი ჭირის ფართოდ გავრცელება: რას წერს ინფექციონისტი რუსეთში სავარაუდო ეპიდაფეთქებაზე

October 5, 2026
“ჩნდება ეჭვი, რომ საქმე უნდა გვქონდეს ბიოლოგიურ იარაღთან” – მოსალოდნელია თუ არა შავი ჭირის ფართოდ გავრცელება: რას წერს ინფექციონისტი რუსეთში სავარაუდო ეპიდაფეთქებაზე

ცნო­ბი­ლი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი რუ­სეთ­ში შავი ჭი­რის შემ­თხვე­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე ვრცელ ტექსტს აქ­ვეყ­ნებს. ექი­მის ანა­ლი­ზით, კი­თხვის ნიშ­ნებს ბა­დებს ირ­კუტსკში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, შე­საძ­ლოა, ირ­კუს­ტკის ლა­ბო­რა­ტო­რია სი­ნამ­დვი­ლე­ში წარ­მო­ად­გენ­დეს ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის კვლე­ვით ცენ­ტრს, რომ­ლის ამო­ცა­ნებს წარ­მო­ად­გენს შავი ჭი­რის შტა­მე­ბის ლე­ტა­ლუ­რო­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და დამ­ცა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­მართ გამ­ძლე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.
“სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლე­ბის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ირ­კუტსკში, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს რუ­სე­თის შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ე.წ. “შავი ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო“ ინ­სტი­ტუ­ტში თა­ნამ­შრო­მელს და­უ­ზი­ან­და შავი ჭი­რის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რი­ის (Yersinia pestis) კულ­ტუ­რის შემ­ცვე­ლი კონ­ტე­ი­ნე­რი, რის შე­დე­გა­დაც და­ინ­ფი­ცირ­და შავი ჭი­რის ფილ­ტვის (პნევ­მო­ნი­უ­რი) ფორ­მით და რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. თით­ქმის 200 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ სა­წყის ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტთან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი სუ­ბი­ექ­ტე­ბი არი­ან, იმ­ყო­ფე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. მათ­გან მხო­ლოდ ნა­წილს აქვს სიმპტო­მე­ბი, თუმ­ცა არ არის ცნო­ბი­ლი, რა ტი­პის სიმპტო­მებ­ზეა სა­უ­ბა­რი და არის თუ არა ეს სიმპტო­მე­ბი კავ­შირ­ში შავ ჭირ­თან.

1972 წელს საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა ხელი მო­ა­წე­რა ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის კონ­ვენ­ცი­ას, რო­მე­ლიც ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას კრძა­ლავს. ამის შემ­დეგ, ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის შექ­მნის მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვე­ბი, რა თქმა უნდა, გრძელ­დე­ბო­და რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, ასე­ვე ამ ია­რა­ღის მფლო­ბელ სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­შიც, ოღონდ უკვე სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბის შირ­მით. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მსგავ­სი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ერთი ნა­წი­ლი ცნო­ბი­ლი იყო რო­გორც ე.წ. “შავი ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბი“. ამ ცენ­ტრე­ბის სა­მუ­შაო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და სპე­ცი­ფი­კა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო: ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მარ­თლაც თავ­დაც­ვით და ეპი­დე­მი­ე­ბის კონ­ტრო­ლის სა­კი­თხებ­ზე კონ­ცენ­ტრირ­დე­ბო­და, თუმ­ცა სხვე­ბი მუ­შა­ობ­დნენ ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის შექ­მნა­ზე. ამ მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო და­ა­ვა­დე­ბებს წარ­მო­ად­გენ­დნენ შავი ჭირი, ჯილე­ხი, ტუ­ლა­რე­მია, ყვა­ვი­ლი, მარ­ბურ­გის ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და სხვა.

ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის­თვის პერ­სპექ­ტი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი იყო პა­თო­გე­ნის ვირუ­ლენ­ტო­ბის (ანუ და­მა­ზი­ა­ნებ­ლო­ბის) გაზ­რდა, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­მართ გამ­ძლე­ო­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, ჰა­ე­რით ან აირ-წვე­თოვ­ნად გა­და­ცე­მის პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და სხვა. სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ო­და მუ­შა­ო­ბა შავ ჭირ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. შავი ჭირი გა­მოწ­ვე­უ­ლია ბაქ­ტე­რი­ით Yersinia pestis, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს მა­ღა­ლი ლე­ტა­ლო­ბის პო­ტენ­ცი­ის მქო­ნე ინ­ფექ­ცი­ას. ის ბუ­ნებ­რი­ვად ვრცელ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მღრღნე­ლე­ბი­დან ადა­მი­ა­ნებ­ზე რწყი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სწო­რედ შავ­მა ჭირ­მა იმ­სხვერ­პლა ევ­რო­პის მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მე­დი ცნო­ბი­ლი ეპი­დე­მი­ე­ბის დროს. რწყი­ლით გა­და­ცე­მი­სას ის ტი­პუ­რად იწ­ვევს ე.წ. ბუ­ბო­ნურ ჭირს, რომ­ლის­თვი­საც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის გა­დი­დე­ბა (ე.წ. ბუ­ბო­ნე­ბი), და­ჩირ­ქე­ბა, სის­ტე­მუ­რი გავ­რცე­ლე­ბა, სეფ­სი­სი და სიკ­ვდი­ლი. დი­სე­მი­ნი­რე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის დროს პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­წილს უვი­თარ­დე­ბა ფილ­ტვის ფორ­მაც, რა დრო­საც და­ა­ვა­დე­ბამ უკვე შე­საძ­ლოა მი­ი­ღოს აირ-წვე­თო­ვა­ნი ან ჰა­ე­რით გა­და­ცე­მის პო­ტენ­ცი­ა­ლიც. ბუ­ნებ­რი­ვი ეპი­დე­მი­ე­ბის დროს შავი ჭი­რის ფილ­ტვის ფორ­მა და ამ გზით გა­და­ცე­მა საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თია.

სა­პი­რის­პი­როდ ამი­სა, ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ ჰა­ე­რით/აირ-წვე­თოვ­ნად გა­და­ცე­მა­ზეა ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი და ხდე­ბა ბაქ­ტე­რი­ე­ბის ისე­თი ქვე­ტი­პე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც ეფექ­ტუ­რად გა­და­ე­ცე­მა ამ გზით. ირ­კუტსკის ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი ძალ­ზე მწი­რია. ჩვენ არ ვი­ცით, რა ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს ირ­კუტსკის შავი ჭი­რის კვლე­ვი­თი ცენ­ტრი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცენ­ტრი შე­საძ­ლოა მუ­შა­ობს ვე­ლურ Y. pestis-ის შტა­მებ­ზე, მათ მი­მართ შე­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და ა.შ.

თუმ­ცა ასე­ვე შე­საძ­ლოა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ის წარ­მო­ად­გენ­დეს ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის კვლე­ვით ცენ­ტრს, რომ­ლის ამო­ცა­ნებს წარ­მო­ად­გენს შავი ჭი­რის შტა­მე­ბის ლე­ტა­ლუ­რო­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და დამ­ცა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­მართ გამ­ძლე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.
შე­სა­ბა­მი­სად, არ ვი­ცით შავი ჭი­რის რო­მე­ლი შტა­მით და­ინ­ფი­ცირ­და მკვლე­ვა­რი და არც იმ კვლე­ვის ბუ­ნე­ბა, რო­მელ­საც ის ატა­რებ­და. ლა­ბო­რა­ტო­რი­ის თა­ნამ­შრო­მელ­ში, ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბაქ­ტე­რი­უ­ლი კულ­ტუ­რის კონ­ტე­ი­ნე­რის გა­ტეხ­ვით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ფილ­ტვის ფორ­მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი, მი­უ­თი­თებს ინ­ჰა­ლა­ცი­ის გზით დას­ნე­ბოვ­ნე­ბა­ზე, თუმ­ცა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და სხვა პო­ტენ­ცი­უ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი და სცე­ნა­რე­ბიც არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა. გა­ურ­კვე­ვე­ლია ასე­ვე, თუ რა­ტომ გარ­და­იც­ვა­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი ლა­ბო­რან­ტი. თუ ექ­სპო­ზი­ცია მარ­თლაც კონ­ტე­ი­ნე­რის გა­ტეხ­ვის გამო მოხ­და, მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და მარ­ტი­ვი სტან­დარ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი (ან­ტი­ბი­ო­ტი­კით პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა), რაც ტი­პუ­რად ძალ­ზე ეფექ­ტუ­რია და წე­სით, არა­თუ ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა, სიმპტო­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბაც კი მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით არ უნდა გა­მო­ეწ­ვია.

ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ჩნდე­ბა ეჭვი, რომ ან საქ­მე უნდა გვქონ­დეს უკი­დუ­რე­სად მა­ღა­ლი ვირუ­ლენ­ტო­ბის ან ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი პან­რე­ზის­ტენ­ტულ პა­თო­გენ­თან — ბი­ო­ლო­გი­ურ ია­რაღ­თან. თუ ამ­გვარ მა­ღალ­ლე­ტა­ლურ ბი­ო­ლო­გი­ურ ია­რაღ­თან არ გვაქვს საქ­მე, მა­შინ სა­წყი­სი ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შე­საძ­ლოა არ იყოს სწო­რი და გავ­რცე­ლე­ბა მოხ­და გა­ცი­ლე­ბით მა­სი­უ­რი და უკონ­ტრო­ლო გზით, მა­გა­ლი­თად რო­გო­რიც იყო 1979 წლის სვერდლოვ­სკის ციმ­ბი­რის წყლუ­ლის აფეთ­ქე­ბა.
სვერდლოვ­სკის ინ­ცი­დენ­ტის დროს მოხ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­რე­მო­ში აე­რო­ზო­ლი­ზე­ბუ­ლი ჯილე­ხის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რი­ის (Bacillus anthracis) სპო­რე­ბის მშრა­ლი ფხვნი­ლის გაფ­რქვე­ვა, რა­საც მოჰ­ყვა ირ­გვლივ მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის მა­სი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბა ჯილე­ხის ფილ­ტვის ფორ­მი­თა და მა­სი­უ­რი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით. ასე­ვე კი­თხვის ნიშ­ნებს იწ­ვევს კა­რან­ტი­ნი­სა და იზო­ლა­ცი­ის მას­შტა­ბე­ბი. საქ­მე იმა­შია, რომ ვე­ლუ­რი ტი­პის ბაქ­ტე­რი­ით ფილ­ტვის შავი ჭი­რის შემ­თხვე­ვე­ბის დროს შემ­დგო­მი გა­დამ­დებ­ლო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია, რად­გან მისი ძი­რი­თა­დი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ინ­დექ­სი (R_0) შე­ად­გენს 1.3-ს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პირ­ვე­ლა­დი პა­ცი­ენ­ტე­ბი სა­შუ­ა­ლოდ მხო­ლოდ 1.3 მე­ო­რად ინ­ფექ­ცი­ას გა­მო­იწ­ვე­ვენ, რაც არა­ე­ფექ­ტუ­რია გავ­რცე­ლე­ბის­თვის. 1.3-იანი R_0-ით მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტე­ბის 30%-ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი იზო­ლა­ცია საკ­მა­რი­სია აფეთ­ქე­ბის შე­სა­კა­ვებ­ლად.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პენიტენციურ დაწესებულებებში ყველაფერი იდეალური ვერ იქნება” – რას ამბობს პაატა სალია
  • ჩორჩანას საქმე – კაკაბაძე და ნიკოლაიშვილი ამბობენ, რომ საქმეზე მხოლოდ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ფლობენ
  • “ევროკავშირში სულ უფრო მყარდება აზრი, რომ „ქართული ოცნება“ გამოწვევას უქმნის საქართველოში დემოკრატიას და შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას”- რას ამბობს სალომე სამადაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge