უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს – ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარს აღემატება.
შსს-ში აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის დაკავებული მოქალაქეები, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემაში იყო ჩართული. გამოძიების ცნობით, ისინი ნარკოტიკებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში, წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ადგილმდებარეობის ამსახველ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
განცახდებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული ადგილების შემოწმების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 117 შეკვრად დაფასოებული, 12 კილოგრამამდე „მეთადონი“ და 267 შეკვრად დაფასოებული, 28 კილოგრამამდე „ჰაშიში“.
დაკავებულებს სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
