Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რა საგანი გადაყლაპა? თუ ეს საგანი საფრთხის შემცველია, გადადი იმ საავადმყოფოში, რომელიც შემოგთავაზეს, ხომ?…”- თენგიზ შარმანაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძეზე

October 5, 2026
“რა საგანი გადაყლაპა? თუ ეს საგანი საფრთხის შემცველია, გადადი იმ საავადმყოფოში, რომელიც შემოგთავაზეს, ხომ?…”- თენგიზ შარმანაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძეზე

რა საგანი გადაყლაპა? თუ ეს საგანი ისეთი საფრთხის შემცველია, გადადი იმ საავადმყოფოში, რომელიც შემოგთავაზეს, ხომ? თუ არ არის საფრთხის შემცველი, რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს? – ჩემთვის ძალიან გასაგებია, მაგრამ რაღაც ბავშვური საქციელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, პატიმარი დავითაძე ფიქრობს, რომ ასეთი მოქმედებებით სახელმწიფოს დააშანტაჟებენ, „თუმცა სახელმწიფო არაფერს დათმობს“.

„ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით შანტაჟს გაუწევენ სახელმწიფოს, სახელმწიფო კი გამოაჩენს სისუსტეს, თავში ხელს შემოირტყამს და იტყვის: „კარგით, გადით გარეთ. მართალია, თქვენ რვა ტყვია ესროლეთ პოლიციას, მაგრამ მეორედ აღარ ესროლოთ, რა, აქედან რომ გახვალთ. დანარჩენი წადით და ამას დავივიწყებთ.“ ეს ასე არ მოხდება.

კადრებმა დაადასტურა, რომ ის წინააღმდეგობას უწევდა იმ პროცედურას, რაც დამკვიდრებულია. მათ ეგონათ, რომ ეს კადრები უკვე აღარ არსებობდა, იმიტომ რომ, როგორც წესი, ასეთი კადრები ადრე ერთი თვე, თვე-ნახევარი ან ორი თვე ინახებოდა. ეტყობა, ახლა წესი შეიცვალა და უფრო ხანგრძლივად ინახება. როდესაც ამ ნარატივების დაგროვება დაიწყო ამ ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ, უცებ საჯაროდ გამოქვეყნდა ეს ყველაფერი და ამას ნამდვილად არ ელოდნენ. რა საგანი გადაყლაპა? თუ ეს საგანი ისეთი საფრთხის შემცველია, გადადი იმ საავადმყოფოში, რომელიც შემოგთავაზეს, ხომ? თუ არ არის საფრთხის შემცველი, რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს? გაუგებარი რაღაცებია. არა, ჩემთვის ძალიან გასაგებია, მაგრამ რაღაც ბავშვური საქციელია. ასეთი შანტაჟებით სახელმწიფო არაფერს დათმობს, წარმოუდგენელია”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ დავითაძის საქმით ოპოზიცია შანტაჟის აგორებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

„[ოპოზიცია შანტაჟის აგორებას] ცდილობდა და არ გამოუვიდა. რატომ ცდილობდა? არაფერი არ აქვს – დღის წესრიგი არ აქვს. როგორ შეიძლება ახლა 2%-იან, 1%-იან პარტიას, ზოგს რომ პულსიც არ ესინჯება, რამე დღის წესრიგი ჰქონდეს? ამიტომ რა უნდა ქნას? ასეთი პატარ-პატარა სკანდალები უნდა ატეხოს – ან გამოუვათ ამით რამე, ან არ გამოუვათ. ხალხს შეახსენოს თავი, რომ ისევ ცოცხლები არიან და პულსი ესინჯებათ. სინამდვილეში, პოლიტიკაში მათგან პულსი აღარავის ესინჯება. ეს გამოკითხვა ჩვენ ხომ არ ჩაგვიტარებია? ან ისეთ ორგანიზაციას ხომ არ ჩაუტარებია, რომ ეჭვი მიიტანო, თითქოს სიმპათია აქვთ ჩვენ მიმართ? ასე ნამდვილად არ არის. ეს არის მათი ნამდვილი სურათი”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კითხვაზე, მისი აზრით, პატიმარმა დაიბრალა, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს? შარმანაშვილმა უპასუხა, რომ ვინც გავრცელებულ კადრებში „გაუპატიურებას ხედავს, ის აუცილებლად ოკულისტთან უნდა მივიდეს“.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ამ განცხადებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ ასევე პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.

უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საია-მ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
  • “რუსეთში ეპიდაფეთქებების დროს კომუნიკაციის საერთაშორისო ნორმებს არ იცავენ და მსგავსი ინფორმაცია საგულდაგულოდ იმალება” – რას წერს მაია ბუწაშვილი
  • „ეს უნდა იყოს გზავნილი ყველასთვის, რომ საქართველოში მსგავსი სცენარები ვერ განმეორდება“ – გიორგი გაბუნია 4 ოქტომბრის მოვლენებზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge