Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პატიმრებმა რომ გაიგეს რაც ხდება, „შუმოკი“ ატეხეს და ამის გამო ყველა გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში…”- გიორგი დავითაძის დედა

October 5, 2026
“პატიმრებმა რომ გაიგეს რაც ხდება, „შუმოკი“ ატეხეს და ამის გამო ყველა გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში…”- გიორგი დავითაძის დედა

მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ, რომელმაც პროტესტის ნიშნად „სამი ცალი მეტალის საგანი გადაყლაპა“, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს და შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუს“ პატიმრის დედამ, ირმა დავითაძემ განუცხადა.

დედის ინფორმაციით, მისი შვილი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში იქამდე არ გადავა, ვიდრე დეესკალაციის ოთახიდან საკნებში არ დააბრუნებენ იმ პატიმრებს, რომლებმაც მას თანადგომა გამოუცხადეს. ირმა დავითაძის თქმით, მას შემდეგ რაც მისმა შვილმა ციხის ბადრაგი გარკვეულ ქმედებებში დაადანაშაულა, პატიმრებმა მას თანადგომა გამოუცხადეს, რის გამოც ციხის ადმინისტრაციამ ისინი დეესკალაციის ოთახში გადაიყვანა.

„კლინიკაში გადაყვანის თაობაზე გიორგი თანხმობა ვერ მიიღეს. გიორგიმ პროტესტის ნიშნად გადაყლაპა რკინის სამი ცალი მასალა. ვფიქრობ, საშიშია. ახლა ციხეში ადვოკატი მიდის და ნახავს გიორგის. იმედია, არ დამძიმდება მისი მდგომარეობა.

რაც შეეხება იმას, თუ რას აპროტესტებს გიორგი, გიორგის სრულიად ციხე და პატიმრები დაუდგნენ გვერდზე და გააპროტესტეს ის, რაც გაიგეს და რაც ხდება ციხეებში. ამის გამო პატიმრები დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს. გიორგი სწორედ ამ ყოველივეს აპროტესტებს. მან თქვა, სანამ არ ამოიყვანენ პატიმრებს დეესკალაციის ოთახიდან და არ დააბრუნებენ თავიანთ საკნებში, სამედიცინო დახმარებას არ მივიღებო და შიმშილობა დაიწყო ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირმა დავითაძემ.

ირმა დავითაძის თქმით, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანადგომის გამო პატიმრები დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს, რასაც შემდეგ მისი შვილის პროტესტი მოჰყვა, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გამოიტანა ციხიდან.

„პატიმრებმა რაც გაიგეს ეს მათთვის ახალი არ არის. ეს მხოლოდ გიორგიმ გაბედა და თქვა ხმამაღლა. ამის შესახებ გიორგიმ ზუსტად იმიტომ თქვა, რომ ეს ყველა პატიმარს ეხება და ყველა პატიმრის გადარჩენა გადაწყვიტა, რაც დიდ მამაცობას და ვაჟკაცობას მოიცავს, ყველას არ შეუძლია ასეთი რამ ხმამაღლა თქვას.

მინდა გითხრათ, რომ იყო ბუნტი და ისედაც მქონდა ეს ინფორმაცია. ამ მოვლენების შემდეგ ციხეში პატიმრებმა ე.წ. შუმოკი ატეხეს და ამის გამო ყველა პატიმარი გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში. ამას აპროტესტებს გიორგი და პროტესტის ნიშნად გადაყლაპა საგნები, მან თავისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დააყენა საშიშროების წინაშე. ეს ამბავი თვითონ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გამოიტანა“, – განაცხადა ირმა დავითაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპისთვის, მისთვის უცნობია, როგორია მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ირმა დავითაძის განმარტებით, გუშინ ღამით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გამოიტანა ციხიდან ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, შემდეგ კი, როგორ განვითარდებოდა, „არავინ იცის“.

„რაღაც უცხო საგნის, თან სამი ცალი მეტალის გადაყლაპვა, რა ზემოქმედებას გამოიწვევდა არავინ იცის, ამის მიუხედავად, პროტესტის ნიშნად ის არ დათანხმდა სახალხო დამცველის წარმომადგენელს [კლინიკაში გადაყვანაზე თხოვნას]. ან თქვა, სანამ პატიმრებს არ დააბრუნებენ თავიანთ საკნებში, არ გადავალ; სამედიცინო დაწესებულებაშიო“, – განაცხადა ირმა დავითაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ამ განცხადებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ ასევე პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.

უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს- ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე
  • შსს-მ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  • უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება 2027 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge