Sunday, October 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რამდენჯერაც ბრძოლას დასჭირდება, იმდენჯერ გავივლი იმავე გზას” – ანა წითლიძე

October 4, 2026
“დიდი ალბათობით, ყრილობაზე არ დაისმება „ოპოზიციის ალიანსში“ „ნაცმოძრაობის“ დარჩენის საკითხი …” – ანა წითლიძე

რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა „ქოცებმა“ თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე – თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს და გასული წლის 4 ოქტომბრის მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, „რამდენჯერაც ბრძოლას დასჭირდება, იმდენჯერ გაივლის იმავე გზას – არალეგიტიმური, რუს/ქოცების წინააღმდეგ, რომლებმაც სახელმწიფო მიიტაცეს“.

„რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა „ქოცებმა“ თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე.

რამდენჯერაც ბრძოლას დასჭირდება, იმდენჯერ გავივლი იმავე გზას – არალეგიტიმური, რუს/ქოცების წინააღმდეგ, რომლებმაც სახელმწიფო მიიტაცეს.

„როცა უსამართლობა კანონად იქცევა, წინააღმდეგობა მოვალეობა ხდება“.

გაუტეხელი წინააღმდეგობა, ყოველი დაცემის შემდეგ ადგომა და ბრძოლის გაგრძელება გარდაუვალ გამარჯვებას მოიტანს.

თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!“, – წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, მოძრაობა “რუსთაველის გამზირმა” დაგეგმა საპროტესტო აქცია – “სახალხო კრება”. მოქალაქეები თავდაპირველად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, როდესაც მან მიმართა შეკრებილებს: „დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას – მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი“, ნაწილმა, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლა. რამდენიმე ადამიანმა ათონელის სასახლის ეზოს ჯებირიც გაარღვია. საპროტესტო აქციაზე ისმოდა შეძახილები: “მშვიდობიანი რევოლუცია”, “მშვიდობიანი დამხობა”.

დააკავეს პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. ასევე, დააკავეს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ათეულობით აქტივისტი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რამდენჯერაც ბრძოლას დასჭირდება, იმდენჯერ გავივლი იმავე გზას” – ანა წითლიძე
  • „დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ“ – შალვა პაპუაშვილი
  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge