აქტივისტი დუტა ჯავახიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს.
“მოგესალმებით, მეგობრებო. შსს-მ ჩემს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში. ამას მოგვიანებით დავუბრუნდები, თუმცა ორიოდე სიტყვა მინდა მანამდე კორძიზე და „ოლე ოლაზე“ ვთქვა.
„ოლე ოლა“ ჯერ კიდევ წლების წინ საფეხბურთო კლუბებისთვის დაიწერა და კორძის დაწერილი საერთოდ არ არის. 2024 წელს დარბევების დროს გარკვეულმა ჯგუფმა ეს სიმღერა შეასრულა და ხალხში პოპულარობაც მოიპოვა.
თუმცა უფრო მეტი პოპულარობისთვის, კორძიმ ეს სიმღერა დაარემიქსა და საზოგადოებამ მიიჩნია, რომ კორძის დაწერილი იყო. თუმცა ეს ასე არ არის და ჩემი სოლიდარობა კორძის.
რაც შეეხება ახლა ჩემს საქმეს: შსს-ს მტკიცებით, მე 2026 წლის 24 სექტემბერს საკრებულოსთან ვიდექი და „ოლე ოლას“ ვმღეროდი. ძალიან მაინტერესებს, როგორ აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ აბსურდის მტკიცებას.
მათ კი მინდა ძალიან მოკლედ ვუთხრა – შევხვდებით სასამართლოში!
ახლა კი მინდა მოგმართოთ თქვენ: ჩემს ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს და საყვარელ ადამიანებს – არ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება. პატივისცემით, თქვენი დუტა“ – ამბობს აქტივისტი დუტა ჯავახიშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში
