Sunday, October 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“ვიწყებთ ბრძოლას, რომელსაც თეთრი ხელთათმანები ჰქვია“ – გიორგი დავითაძის ოჯახი

October 4, 2026
“ვიწყებთ ბრძოლას, რომელსაც თეთრი ხელთათმანები ჰქვია“ – გიორგი დავითაძის ოჯახი

ოჯახი ხელისუფლებას პატიმრის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ციხეებში არსებულ ვითარებაზე საჯარო ბრძოლას იწყებს.

გიორგი დავითაძის ოჯახი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” პირობებში საქმის ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ, რადგან, მათი თქმით, თავად სისტემაა ამ სისასტიკის შემოქმედი.

“ღიმილისმომგვრელია. ახლა კირცხალიას ორი აგური უნდა ეჭიროს ხელში, ერთი აქედან, მეორე იქიდან, რომ თავში ირტყას, რომ რა დონემდე მიიყვანეს ეს ქვეყანა. რატომ არ ითხოვთ დღემდე, რომ გამოუძიებელია ეგ საქმე? რა უნდა 9-10 ბადრაგის დაკითხვას?! კადრები გაქვს, ყველაფერი გაქვს, ახლა რა ხდება? იგივე არ მეორდება?! თუ ცოცხი არ არის, თითი ხომ არის?! რა უნდაოდა ჩემს შვილთან, ის, პირველი რომ შედის იქ? მოჭრილი კადრები რომ აჩვენეს! ამით უნდა პატარიძეს, ჩამოირეცხოს ის ჩირქი?! ამით უნდა ამ ხელისუფლებას, ჩამოირეცხოს ეს სიბინძურე?!

შენ ის კაცი ხარ, რომელმაც კაცმაც, ნაცვლად იმისა, რომ პატიმრების უფლებები დაიცვა და პატიმრების ღირსებას პატივი სცე, ციხის ჯალათები, პირიუქით, შეაქე და მადლობა გადაუხადე. ვის აშავებ? მე მაშავებ? იმიტომ, რომ ჩემი შვილი მოიქცა ვაჟკაცურად და ეს სიბინძურე გამოიტანა სააშკარაოზე?! ეს მოგეწვათ? ჯერ სად ხართ!” – ამბობს ავთო დავითაძე.

გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე კი ამბობს, რომ ციხეებშ პროტესტი უკვე დაწყებულია.

“შემთხვევით მოხვედრილი და პარლამენტარი ახლა, ამჟამინდელი, რომელიც არსად არ იყო და არავინ არ იყო, დღეს ცინიკურად, დამცინავად გვპასუხობს. ციხეებში დაწყებულია ბუნტი, თქვენ გუშინ ჩაახშეთ ეს ბუნტი, გადაიყვანეთ პატიმრები ყველანი, მე-6 ციხე იყო გადაყვანილი 16 პენიტენციურ დაწესებულებაში, დანარჩენი პატიმარი გადაყვანილი იყო დეესკალაციაში, რომ დაგემალათ, შეგეშინდათ, რომ იქ მისულ ხალხს არ გამოხმაურებულიყვნენ პატიმრები. ეს ყველაფერი დროებითია. ჰოდა, იცოდეთ, დღეს თუ არა, ხვალ აგიფეთქდებათ ეგ ციხეები. ვიწყებთ ბრძოლას და ამ ბრძოლას ჰქვია სახელად “თეთრი ხელთათმანები”. ახლა დამელოდეთ, ქოცების ვაი ლიდერებო და ხელთათმანებით მოვალთ თქვენთან, ყველასთან ოჯახებში მოგაკითხავთ” – ამბობს ირმა დავითაძე.

ახალგაზრდა პატიმარმა რუსთავის ციხეში მის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მოსამართლის წინაშე ისაუბრა. ამის შემდეგ დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთი განცხადება გააკეთეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები გაავრცელა და წაშლის სანაცვლოდ თანხა მოითხოვა – მარნეულში ერთი პირი დააკავეს
  • “მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე” – ცოტნე ანანიძე
  • ,,ყველაფერი გააქვს საქართველოდან. მხოლოდ სახლს იტოვებს…” – რას აცხადებს ზაზა მეხრიშვილი ვალერი გელაშვილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge