საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ფბ-ლაივში, სადაც მოქალაქეებს კითვებს პასუხობდა, საფრანგეთი ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლის შესახებ ისაუბარა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მათთვის, ვინც მას ასამბელაში გამოსვლისას უსმედა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს საზოგადოება დღესაც აგრძელებს ბრძოლას.
“ჩვენი პარტნიორებისგან მოვისმინეთ ის, რომ ისინი მზად არიან და აგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჩვენთვის და იმათთვის, ვინც ამ შეხვედრაზე გვისმენდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დაენახათ: საქართველოს საზოგადოება დღესაც აგრძელებს ბრძოლას, თანაც იმედიანად. ეს არ არის სიმბოლური ბრძოლა, იმიტომ, რომ ამ ბრძოლას დღეს რეალურად უერთდება მთელი საზოგადოება. უკმაყოფილების კერები ძალიან ბევრია და ცოტაღა აკლია იმას, რომ ეს დიდ გაერთიანებაში გადაიზარდოს – ამას უთუოდ ვნახავთ.
ჩვენი პარტნიორებისგან მოვისმინეთ ის, რომ ისინი მზად არიან და აგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას. იქ ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატები, ჟურნალისტები და ეს არის საფრანგეთის იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ევროპისთვის ეს საკითხი დღესაც მნიშვნელოვანია და აგრძელებს ამ ხაზის გატარებას. ისინი არიან იმ საზოგადოების ნაწილიც, რომელიც მერე – იმ შეხვედრებზე, რასაც ამ წლის ბოლოს ველოდებით – ძალიან გავლენიანი იქნება, რათა გადაწყდეს, საქართველოს მიმართ რა ზომები იქნება ან არ იქნება მიღებული. აქ მე კიდევ ერთხელ გავიმეორე ის, რომ არ ვემხრობი საზოგადოებისა და მოსახლეობის წინააღმდეგ რაიმე ზომების გატარებას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
