Friday, October 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მივმართავ იუსტიციის მინისტრს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს…”- რას ამბობს სოფო ხორგუანი

October 2, 2026
“მივმართავ იუსტიციის მინისტრს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს…”-  რას ამბობს სოფო ხორგუანი

ჩვენი გუნდი გამოიყენებს ყველა საპარლამენტო მექანიზმს, რომ აღნიშნული უმძიმესი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე – ჩვენი ფრაქციის დეპუტატები შევხვდებით პატიმარს, ამ უმძიმეს ფაქტს ბოლომდე მივადევნებთ თვალყურს და საზოგადოებას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფო ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა, რა დროსაც მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა.

ხორგუანმა მიმართა იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, რომ გიორგი დავითაძის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

„ოცნების“ მმართველობის 14 წლის თავზე ვიგებთ საგანგაშო ინფორმაციას, რომ 31 წლის ახალგაზრდა კაცი პენიტენციურ დაწესებულებაში გააუპატიურეს. ამ უმძიმეს ამბავში რაც ყველაზე საგანგაშოა, ამაზე საუბრობს თავად მსხვერპლი თავის სასამართლო პროცესზე.

„ოცნება“ არის პარტია, რომელმაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების მემკვიდრეობა გააგრძელა – სასამართლოში ყოფილი „ნაცი“ მოსამართლეებით, პარლამენტში ყოფილი „ნაცი“ დეპუტატებით და ხელისუფლებაში – ყოფილი „ნაცი“ მინისტრებით. შესაბამისად, ამ პირობებში საზოგადოებაში არ არსებობს ნდობა, რომ იგივე არ ხდება ციხეებშიც.

მოვითხოვოთ სასწრაფო გამოძიებას აღნიშნულ ფაქტზე. ყველა კადრის სრულად გასაჯაროვებას, გამოძიების მიმდინარეობისას პენიტენციურის სისტემის შესაბამისი ხელმძღვანელის და მხილებული პირების უფლებამოსილების შეჩერებას გამოძიების დასრულებამდე. დაზარალებული ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას.

ჩვენი გუნდი გამოიყენებს ყველა საპარლამენტო მექანიზმს, რომ აღნიშნული უმძიმესი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ჩვენი პარტიის ფრაქციის დეპუტატები შევხვდებით პატიმარს, ამ უმძიმეს ფაქტს ბოლომდე მივადევნებთ თვალყურს და საზოგადოებას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას.

მივმართავ პირადად პაატა სალიას, პასუხისმგებლობა აიღოს ამ ადამიანის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ციხეების უფროსი მადლობას უხდის იმ საპატიმროს თანამშრომლებს, რომლის პატიმარიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან – პატიმრის დედა ყაველაშვილთან შეხვედრას მოითხოვს
  • “ვინ არის მეექვსე პენიტენციური დაწესებულების დირექტორი შოთა ტრაპაიძე?”- ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში განცახდებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge