როგორ შეიძლება აისახოს მაღალი შაქარი თვალებზე, თირკმელზე, ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რატომ არის განსაკუთრებული ყურადღება საჭირო დიაბეტის დროს ტერფების მოვლაზე? – ამ და სხვა საკითხებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:
„დიაბეტი სამწუხაროდ არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ზოგ შემთხვევაში არის თანდაყოლილი, ზოგ შემთხვევაში კი შეძენილი. ერთ-ერთი გართულება არის დიაბეტური ნეიროპათია. ეს არის ნერვული ქსოვილების დაზიანება, მათ შორის კიდურებზე და ხდება მგრძნობელობის დაქვეითება. ასეთ დროს პაციენტს ურჩევენ ფეხსაცმელი და წინდა ჩაცმის წინ შეამოწმონ, რადგან არ მოხდეს რაიმე საგნით ზეწოლა კანზე. ამ დაზიანებით შეიძლება ადამიანს ამპუტაციამდე მიუვიდეს საქმე. ძალიან რთულია შეხორცების პროცესი“, – აღნიშნა ზაზა თელიამ.
