Friday, October 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თემურ ხადურის საქმეს დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის – პროკურატურა

October 2, 2026
თემურ ხადურის საქმეს დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის – პროკურატურა

საქრთველოს პროკურატურის განცხადებით, გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა. უწყების ცნობით, თემურ ხადურის საქმეს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის.

“შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი. შეხვედრაზე ნინო გვიშიანს მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ.

თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის, რომლის ფარგლებშიც საბჭოს მჭიდრო კომუნიკაცია ექნება ნინო გვიშიანთან. ასევე, საქმის შესწავლის შედეგების და შემდგომი ღონისძიებების შესახებ დეტალურად ეცნობება საზოგადოებას”. – წერს უწყება.

ცნობისთვის, 23 წლის სტიქაროსანი თემურ ხადურის 2024 წლის 25 აგვისტოდან დაკარგულად ითვლებოდა, მისი ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს მისი ცხედარი მდინარე წაჩხურას კალაპოტში იპოვეს.

მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ხადურის დედამ ქუთაისის პროკურატურასთან შვილის მკვლელობის საქმის გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვა. თემურ ხადურის საქმის დეტალებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მაშინ პოსტი გამოაქვეყნა პარტია ფედერალისტების წევრმა ლიკა გახარიამ. პოსტთან ერთად მან გააზიარა რამდენიმე თვის წინ გადაღებული ვიდეო, სადაც ის საუბრობს, თუ რა მოხდა 2024 წლის 25 აგვისტოს და რა წერია საქმის მასალებში.

“გიგა ავალიანისა და ნიკო კვარაცხელიას დედების შემდეგ ქუჩაში სამართალს კიდევ ერთი მოკლული ბიჭის დედა ეძებს. 23 წლის ქუთაისელი სტიქაროსნის თემო ხადურის დედა ნინო გვიშიანი თითქმის ორი წელია მისი შვილის მკვლელების დასჯას უშედეგოდ ელოდება. 2024 წლის 25 აგვისტოს დილას თემო ხადური მცხეთაში და ქარელში ტაძრების მოლოცვის შემდეგ ქუთაისის მიმართულებით სახლისკენ გაემგზავრა. თერჯოლამდე მისვლის შემდეგ ოჯახს დაურეკა და შეატყობინა, რომ მალე სახლში იქნებოდა. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება.

საქმის მასალების მიხედვით თერჯოლაში თემო ხადურს პოლიციასთან უსიამოვნო ინციდენტი გადახდა. პოლიცია ამტკიცებს, რომ ინციდენტის შემდეგ თემო ხადური ადგილიდან მიიმალა და მისი ძებნა აღარ დაუწყიათ. ამ შემთხვევიდან სამ დღეში მდინარე წაჩხურას კალაპოტში თემო ხადური გარდაცვლილი იპოვეს. სამხარეულის ექსპერტიზის მიხედვით გარდაცვლელს კეფის არეში 11 სანტიმეტრი სიგრძის გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. ორივე თვალის ბუდეში კი ბლაგვის საგნით მიყენებული სისხლ-ნაჟღენთ აღენიშნებოდა, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჰქონდა მიყენებული. მოგვიანებით ოჯახმა აღმოაჩინა იქვემდებარე ფერმაზე დამონტაჟებული სათვათვალო კამერა და კამერის ჩანაწერების ამოღება შეძლო.

ჩანაწერში ჩანს, რომ გარდაცვლილი თემოხადურის აღმოჩენის ადგილიდან 300 მეტრში მისი გაუჩინარების ღამეს პოლიციელები პიკაპით გადაადგილდებიან და ვიღაცას ფარნებით ეძებენ. ჩანაწერის აღმოჩენის შემდეგ გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ სინამდვილეში უსიამოვნო ინციდენტის შემდეგ პოლიციელები მის შვილს აედევნენ, იპოვეს და სავარაუდოდ ცემით მოკლეს.

წელიწადნახევრის შემდეგ ისევ არ არსებობს მკვლელი, არ არსებობს პროკურატურის ოფიციალური ვერსია. შვილმოკლული დედა უიმედოდ ელოდება პასუხს თუ ვინ და რატომ მოკლა მისი შვილი. როცა თემო ხადურის დედამ დაინახა, რომ სხვა გახმაურებული საქმეები, ნიკო კვარეცხელიასა და გიგა ავალიანის მკვლელობები სწორედ დედების მონდომებითა და პროტესტის მუქარით დაიძრა, მან 3 მარტს რეჟიმს ერთკვირიანი ვადა მისცა. თუ ამ ხნის განმავლობაში მისი შვილის მკვლელობის საქმეზე სამართალი არ აღსრულდება, ნინო გვიშიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით პროტესტის დაწყებას აანონსებს. 10 მარტს ეს ვადა ისე ამოიწურა, რომ სახელმწიფოს არანაირი პასუხი გარდაცვლილის ოჯახისთვის არ გაუცია.

კიდევ ერთ შვილმკვდარ დედას სჭირდება ჩვენი საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა, რომ სამართალი ქუჩაში მაინც იპოვოს, რადგან ივანიშვილის საქართველოში საკუთარ სიმართლეს სხვაგან ვერსად დაამტკიცებ. ასე რომ, შევხვდებით ქუჩაში.” – ამბობს გახარია ვიდეოში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მივმართავ იუსტიციის მინისტრს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს…”- რას ამბობს სოფო ხორგუანი
  • ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი დაიკავა
  • “ვიდეო, რომელიც პენიტენციურმა დაწესებულებამ გამოაქვეყნა, არა თუ აქარწყლებს ეჭვებს, არამედ პირიქით, ბევრად უფრო მეტს აჩენს… ” – რას ამბობს ირაკლი კუპრაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge