ადვოკატი ლაშა ტალახაძე ვარაუდობს, რომ დღეს პენიტენციური გაასაჯაროებს პატიმარ გიორგი დავითიძის კადრებს, რომელიც ბადრაგებს გაუპატიურებაში ადანაშულებს და ეს კადრები იქნება დამონტაჟებული.
უფლებადამცველი მოუწოდებს ყველას, გასაჯაროვდეს მხოლოდ უწყვეტი კადრები, სადაც იქნება უწყვეტი ხმა და გამოჩნდება ყველაფერი.
ტყეშელაძე ასევე ითხოვს, მოხდეს მედიის, არასამათვრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ციხეში შეშვება, რათა ხალხმა ნახოს, რა ხდება რეალურად პენიტენციურ დაწესებულებებში.
დღეს საზოგადოებამ უმძიმესი ისტორია მოისმინა, სადაც პატიმარი დავითაძე ამბობს, რომ მასზე იხმარეს ძალა და ის გააუპატიურეს. ჩვენ უფლებამდაცველები ვსაუბრობდით, რომ ციხეში არაადამიანური პირობებია, რომ პატიმრები ითხოვენ დახმარებას, დღეს პატიმარი დავითაძე გამოვიდა და ხმამაღლა თქვა, თუ როგორ იძალადეს მასზე დ დღემდე, ამ წუთებამდე არავინ დასჯილი არ არის, დასჯილი კი არა, აკეთებენ განცხადებებს და უნდათ, რომ ეს დანაშაული გადაფარონ. გაუპატიურებული დავითაძე კი საუბრობს პირდაპირ, თუ ვინ იძალადა მასზე და ვინ უნდა დაისაჯოს. არსებობს გონივრული ეჭვი, შეიძლება დღეს გავრცელდეს კადრები, რომელიც იქნება დამონტაჟებული, რადგან აღნიშნული პატიმარი რამდენჯერმე ჩაიყვანეს დეესკალაციის ოთახში. მე მოვუწოდებ ყველას, არ გაავრცელოთ დამონტაჟებული კადრები, გაავრცელეთ სრული, სადაც ისმის ხმა, სადაც ჩანს ყველაფერი, რაზედაც პატიმარი საუბრობს. საზოგადოებას კი მოვუწოდებ, მე, ერთი უფლებადამცველი, რომ დღეს პატიმრები ითხოვენ დახმარებას, შევლას და ჩვენ ყველანი უნდა დავუდგეთ პატიმრებს.
მოვუწოდებ ბატონ სალის, რომ დებს სხვადასხვა განცხადებებს, სახალხო დამცველს მოვუწოდებ, რომ დებს აბსურდულ განცხადებებს და საუბრობს აბსურდზე. მე ყველას მოვუწოდებ, ვინც ამტკიცებს, რომ არ ხდება ციხეებში აღნიშნული ფაქტები, შეუშვით მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ყველა ის ადამიანი, ვისაც აინტერესებს რა ხდება დღეს ციხეში. ჩვენ ადვოკატები და უფლებადამცველები ვნახულობთ რა ხდება ციხეში და ვამბობთ, სამწუხაროდ არ გვაქვს კადრები, ვერ გამოვიტანთ, ამიტომ, ვისაც აინტერესებს, გახსენით ციხის კარები და შეუშვით და თავიანთი თვალებით ნახონ. თუ ამას არ გააკეთებთ, ე.ი. მწვანე შუქს უნთებთ ამ ძალადობას და ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე ხართ, რომელტაანც აუცილებლად მივა კანონი და სამართალი, – განაცხადა ტყეშელაძემ.
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს – შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს – ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული.
გიორგი დავითაძე, რომელიც “ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია, დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის ორ ეპიზოდზე საუბრობს, ასევე ამბობს, რომ მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ციხეში სუიციდის მცდელობაც ჰქონდა. მსჯავრდებული ამბობს, რომ არსებობს უმძიმესი დანაშაულის ამსახველი კადრებიც
