Friday, October 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველო 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა- გია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე

October 2, 2026
არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველო 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა- გია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე

ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე საუბრობს, ევროკომისიისსავე კვლევა კი „ქართული ოცნების“ მიმართ 54.1%-იან ნდობას აფიქსირებს და საქართველოს ევროპის ხუთეულში აყენებს. არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველოზე ერთი და იმავე ევროპული სივრციდან ორი სრულიად განსხვავებული სურათი მოდის: პოლიტიკური შეფასება და კვლევით გაზომილი საზოგადოებრივი განწყობა,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, უხერხულია, როცა ევროკრატია ქართველებს დემოკრატიის გაკვეთილებს უკითხავს, „ევრობარომეტრის“ კვლევა კი აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების ნდობა საკუთარი მთავრობის მიმართ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მისი აზრით, ზოგჯერ ბრიუსელს საკუთარი ცხრილების წაკითხვაც სჭირდება.

„ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე საუბრობს, ევროკომისიისსავე კვლევა კი „ქართული ოცნების“ მიმართ 54.1%-იან ნდობას აფიქსირებს და საქართველოს ევროპის ხუთეულში აყენებს. არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? 2025 წელს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველომ მეხუთე ადგილი დაიკავა — 2024 წლის მერვე ადგილიდან.

2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო. მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებლით ევროპის ბოლო პოზიციებზე კი ნიდერლანდები, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საფრანგეთი, საბერძნეთი და სლოვენია არიან. აქ ირონია სწორედ ისაა, რომ საქართველოზე ერთი და იმავე ევროპული სივრციდან ორი სრულიად განსხვავებული სურათი მოდის: პოლიტიკური შეფასება და კვლევით გაზომილი საზოგადოებრივი განწყობა.

და ყველაზე უხერხული სწორედ ეს არის: ევროკრატია ქართველებს დემოკრატიის გაკვეთილებს უკითხავს, „ევრობარომეტრის“ კვლევა კი აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების ნდობა საკუთარი მთავრობის მიმართ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

ყველაზე საინტერესო თავად 54.1% კი არა, ისაა, საიდანაც ეს ციფრი მოდის. ეს არ არის ოფიციალური თბილისის მიერ შეკვეთილი კვლევა, რომელსაც ბრიუსელი „ქართული ოცნების პროპაგანდად“ მონათლავდა. ეს სწორედ იმ ევროპული კვლევითი სისტემის მონაცემია, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტები თავად ზომავენ საზოგადოებრივ განწყობებს.

„ევრობარომეტრი“ ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების მიერ გამოყენებული კვლევითი ინსტრუმენტია, რომელიც 1974 წლიდან ევროპაში საზოგადოებრივ განწყობებს სწავლობს. ანუ, როცა ბრიუსელი საქართველოს დემოკრატიის გაკვეთილებს უკითხავს, მისივე ცხრილში ქართული საზოგადოების მთავრობისადმი ნდობა ევროპის ხუთეულშია. როგორც ჩანს, ზოგჯერ ბრიუსელს საკუთარი ცხრილების წაკითხვაც სჭირდება.“- წერს გია აბაშიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არავინ არის ვალდებული აიტანოს მის მიმართ ცილისწამება- შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე
  • ქალს, რომელმაც დედა მოკლა, ახალი ტრაგედია დაატყდა თავს – გარდაცვლილი იპოვეს მისი პარტნიორი – გახმაურებული ამბავი
  • “საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია – ევროკომისიის კვლევის შედეგები მკაფიო პასუხია ნებისმიერ პოლიტიკურ სპეკულაციაზე”- სადღობელაშვილი მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge