2027 წლის ბიუჯეტი არის ბიძინა ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტი, ქართველი ხალხის ხარჯზე, – ასე აფასებს “ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა „ოცნების“ 2027 წლის ბიუჯეტს.
მისი თქმით, ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია, რომ ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი საკუთარ ანაზღაურებას 1 350 ლარით იზრდიან, მაშინ როცა ჩვენს ღირსეულ პენსიონერებს პენსიას მხოლოდ 20 ლარით უზრდიან.
ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი საკუთარ ანაზღაურებას 1 350 ლარით იზრდიან, მაშინ როცა ჩვენს ღირსეულ პენსიონერებს პენსიას მხოლოდ 20 ლარით უზრდიან.
ეს არის ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი, ნულოვანი თანაგრძნობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მთელი ცხოვრება ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების შექმნას მოახმარეს.
ჩვენ მოვითხოვთ, ჩინოვნიკების ხელფასების ზრდისთვის გათვალისწინებული რესურსი პენსიონერებს მოხმარდეთ: პენსია გაიზარდოს არა 20, არამედ 40 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულებისთვის არა 60, არამედ 120 ლარით.
ასევე მოვითხოვთ საწვავზე აქციზის განახევრებას და ჩვენი სამნაბიჯიანი პროგრამის ამოქმედებას. ეს საწვავის ფასს 30-40 თეთრით შეამცირებს, შეუმსუბუქებს მოქალაქეებს ხარჯებს და ხელს შეუწყობს ფასების სტაბილურობას.
ეს არის ჩვენი მოთხოვნა, მეტი მხარდაჭერა ხალხს და არა მეტი ფული ჩინოვნიკებს!, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
