სკოლების შემდეგ ბაღები – ამ წუთებში პროტესტია თემქაზე, ნომერ 61-ე ბაგა-ბაღთან.
როგორც ირკვევა, სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში მშობლებს გამოუცხადეს, რომ ბაღი განუსაზღვრელი ვადით იკეტება და ბავშვების ტარება ალტერნატიულ სივრცეებში შესთავაზეს.
შენობის დახურვის სავარაუდო მიზეზი ექსპერტიზის დასკვნაა, რომლითაც ამტკიცებენ, რომ შენობა საშიშია. თუმცა, პროტესტის შემდეგ თქვეს, რომ ბაღში ბავშვების ტარება განმეორებითი ექსპერტიზის შედეგებამდე იქნება შესაძლებელი.
მშობლები ზუსტ პასუხს ითხოვენ, საშიშია თუ არა შენობა ბავშვების ჯანრმთელობისა და უსაფრთხოებისთვის.
“ვითხოვთ ზუსტ პასუხს, საშიშროებას წარმოადგენს თუ არა ეს შენობა. გასაუბრების შემდეგ პასუხი ისევ არ გვაქვს. ჩვეულებრივად ივლიან ბავშვები ორშაბათიდან, არ ჩაიშლება სასწავლო პროცესი, არც სხვა ჯგუფში გადაგვიყვანენ, მაგრამ საბოლოო პასუხი, დაიხურება თუ არა სამომავლოდ ეს ბაღი ან წავა თუ არა რესტავრაციაზე”, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტიზისბიუროს წარმომადგენლები და ამოწმებდნენ, ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია პროცესი განახლდეს.
“ჯერ არაფერი ვიცი, დამევალა შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა. სამუშაო პროცესში ვარ და არ ვიცი”, – განაცხადა მან.
მშობლები ეჭვობენ, რომ ბაღის დანგრევა და მისი კომერციული თვალსაზრისით გამოყენება იგეგმება და სწორედ ამას ემსახურება ეს პრცედურებიც.
