Friday, October 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა – ცივილიზაციათა გზაგასაყარზე მყოფ ჩვენს სამშობლოს მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოუნახა თვითმყოფადობა”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

October 2, 2026
“ჩვენ მოვახერხეთ კორუფციის აღმოფხვრა ხელისუფლების მაღალ დონეზე…” – რას ამბობს ირაკლი კობახიძე

ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახარებისეული ფასეულობები გახდა სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი ღერძი, რამაც საქართველო ევროპული ქრისტიანული სამყაროს განუყოფელ ნაწილად აქცია.

„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის მთავარი თემაა – ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა. სახარებისეული ფასეულობები გახდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი ღერძი, რამაც საქართველო ევროპული ქრისტიანული სამყაროს განუყოფელ ნაწილად და მის ერთ-ერთ უძველეს შემოქმედად აქცია. საუკუნეების განმავლობაში, უდიდეს იმპერიათა და ცივილიზაციათა გზაგასაყარზე მყოფ ჩვენს სამშობლოს მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოუნახა თვითმყოფადობა. ამ უწყვეტ ჯაჭვში განუზომელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩვენი უდიდესი სულიერი და საზოგადო მოღვაწეების ღვაწლი”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურება ჭეშმარიტად ეპოქალურია, მან დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი, რომელიც მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან აკავშირებს.

„თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურება ჭეშმარიტად ეპოქალურია. სწორედ მისმა სიყვარულითა და სიბრძნით გამსჭვალულმა წინამძღოლობამ განაპირობა ქრისტიანული ფასეულობების ღრმად დამკვიდრება ახლად აღდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს საძირკველში. პატრიარქმა ილია მეორემ დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი, რომელიც ჩვენს მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან აკავშირებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველო 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა- გია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე
  • დიზელი – 4.99 ლარი, სუპერი – 4.59 ლარი, პრემიუმი – 4.27 ლარი – ზოგიერთ ქსელში საწვავი ისევ გაძვირდა
  • პროტესტი 61-ე ბაგა-ბაღთან – მშობლები შენობის დახურვის რელაურ მიზეზს ითხოვენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge