Thursday, October 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ის, რომ ამ კალიბრის ჩლუნგები არიან საქართველოში რუსული ინტერესების დამცველთა შორის, ამაზე დიდ „პადარკას“ კრემლი ვერ გაგვიკეთებდა- გრიგოლ გეგელია დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ საქართველოს 4 მოქალაქეზე

October 1, 2026
ის, რომ ამ კალიბრის ჩლუნგები არიან საქართველოში რუსული ინტერესების დამცველთა შორის, ამაზე დიდ „პადარკას“ კრემლი ვერ გაგვიკეთებდა- გრიგოლ გეგელია დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ საქართველოს 4 მოქალაქეზე

მივესალმები ბრიტანეთის სანქციებს. რაც შეიძლება მეტი რუსი და რუსეთის მსახური უნდა დასანქცირდეს, – ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ საქართველოს 4 მოქალაქის – ნიკოლოზ მჟავანაძის, გიორგი ირემაძის, მამუკა ფიფიას და პაატა აბულაძის დასანქცირებას.

როგორც გეგელიამ აღნიშნა, „ეს ადამიანები არიან საკუთარი ერის ინტერესების ძალიან მძიმე და ტრაგიკული გამყიდველები და ამ ერის ისტორიის მოღალატეები“.

„ის, რომ ამ კალიბრის ჩლუნგები არიან საქართველოში რუსული ინტერესების დამცველთა შორის, ამაზე დიდ „პადარკას“ კრემლი ვერ გაგვიკეთებდა. მიხარია, რომ ვუყურებ მათ ამ სრულიად იდიოტურ კალიბრს. ვხედავ, რომ რეალურად ასეთი ტიპის ადამიანები ცდილობენ ამ ქვეყნის რუსიფიკაციას და ამ ქვეყანაში რუსული ეროვნული ინტერესის გამარჯვებას. ცხადია, მივესალმები ბრიტანეთის სანქციებს. რაც შეიძლება მეტი რუსი და რუსეთის მსახური უნდა დასანქცირდეს. მოვუწოდებ ბრიტანეთს, აშშ-ს და ევროპულ კავშირს სულ უფრო აქტიურად დაასანქცირონ რუსეთის მონები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უპირველეს ყოვლისა, საქართველოში. ეს ადამიანები არიან საკუთარი ერის ინტერესების ძალიან მძიმე და ტრაგიკული გამყიდველები და ამ ერის ისტორიის მოღალატეები. მათი ადგილი არ არის ცივილიზებულ მსოფლიოში, არამედ არის კრემლის გვერდით, სადაც მათ სულ უფრო მეტად ათავსებს დღევანდელი საერთაშორისო თანამეგობრობა“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირებს, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. სანქციების სიაში მოხვდნენ: ნიკოლოზ მჟავანაძე, გიორგი ირემაძე, მამუკა ფიფია და პაატა აბულაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მშობლებსა და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ველისციხეში საჯარო სკოლას გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, რის შემდეგაც სასწავლო პროცესი აღდგება
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge