Thursday, October 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურა განმარტავს, რატომ დაეთანხმა ლევან ახობაძის გირაოთი გათავისუფლებას

October 1, 2026
პროკურატურა განმარტავს, რატომ დაეთანხმა ლევან ახობაძის გირაოთი გათავისუფლებას

პროკურორი ანი ლეკიაშვილი განმარტავს, რატომ დაეთანხმა ბრალდების მხარე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას – როგორც სახელმწიფო მბრალმდებელი ირწმუნება, ლევან ახობაძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების შემცირება გახდა.

მისივე განცხადებით, ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა საქმეში არსებული გარემოებები დაადასტურა.

„სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა საქმეში არსებული გარემოებები, ასევე დაცვის მხარემ მტკიცებულებათა უმეტესობა უდავოდ ცნო. როგორც მოგეხსენებათ, აღკვეთის ღონისძიების საფუძველს წარმოადგენს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ეს იყო. შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვს, როცა გარკვეული ახალი გარემოებები არსებობს და ახალ გარემოებად შეიძლება ამ საფრთხეების შემცირება ჩაითვალოს, ამ შემთხვევაში, ეს იყო მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის შემცირება და განეიტრალება, არსებობს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ლევან ახობაძეს შესცვლოდა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი, 500 000 ლარის ოდენობით და მათ შორის, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გარკვეულწილად შემცირდა საფრთხეები, რაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე განისაზღვრა და რაც აღკვეთის ღონისძიებას უდევს საფუძვლად, შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი.

გარკვეული გარემოებები დაადასტურა, სხვა დეტალებთან მიმართებით ვერ დავკონკრეტდები”,- განაცხადა ლეკიაშვილმა.

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.

ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, [საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ].

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გივი ამილახვარი, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა დავით ნარმანიას ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 1 500 ლარით დააჯარიმა
  • კალაძის სანქცირებული სიძე ბრიტანეთს დედას აგინებს
  • საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge