რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს შორის მინიმუმ ორი უკრაინის მიერ არის სანქცირებული, მათ შორის არის დელეგაციის ხელმძღვნაელი, მოსკოვის საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი. მას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა 50 წლით ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა და გაუყინა ყველა აქტივი უკრაინის ტერიტორიაზე. აკრძალულია მასთან ნებისმიერი კულტურული ან საგანმანათლებლო კავშირის დამყარება.
სანქცირებულია კიდევ ერთი სასულიერო პირი – რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვი, მას პერსონალური სანქციები დაუწესა უკრაინამ – მიზეზი იდენტურია.
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. დელეგაციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა.
თავდაპირველად ინფორმაცია და შეხვედრის კადრები გუშინ საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებამ” გაავრცელა.
ამის შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე ყურადღება გამახვილდა “მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე” და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს.
რუსეთის საპატრიარქოს მიერ დღეს 30 სექტემბერს გავრცელებული ოფიციალური განცხადებიდან კი გამჟღავნდა, რომ საქართველოს საპატრიარქო, რუსული დელეგაციის ვიზიტს ორი დღის განმავლობაში მალავდა
რუსეთის საპატრიარქომ 30 სექტემბერს 14:17 გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, რუსეთის საპატრიარქოს მაღალი რანგის დელეგაცია იყო და ისინი საქართველოში 28 სექტემბერს ჩამოვიდნენ. რამდენიმე საათში, უკვე საპატრიარქოს ტელევიზიამ გაავრცელა შეხვედრის ამსახველი კადრები და საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგნელის კომენტარი.
რუსეთის საპატრიარქოს პრესრელიზიდან დგინდება, რომ 28 სექტმებერს თბილისში ჩამოსულ რუს სასულიერო პირებს, დახვედრა მოუწყვეს თბილისის საერთაშორსო აეროპორტიში. 29 სექტემბერს კი იმყოფებოდნენ, გორსა და მცხეთაში.
