Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვიღაცამ პილოტი დანით დაჭრა“- ვრცელდება პირველი კადრები Flydubai-ის რეისიდან

September 30, 2026
“ვიღაცამ პილოტი დანით დაჭრა“- ვრცელდება პირველი კადრები Flydubai-ის რეისიდან

დუბაი-თელ ავივის რეისზე ერთმა პილოტმა თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, მეორე პილოტმა კი მგზავრების დახმარებით შეაჩერა. „ფლაიდუბაის“ თვითმფრინავში ინციდენტის დროს 180 მგზავრი, მათ შორის ისრაელის რამდენიმე ათეული მოქალაქე იმყოფებოდა. საუდის არაბეთის თავზე ფრენისას Boeing 737 MAX-მა მცირე ხნით გადასცა კოდი 7500, რაც თვითმფრინავის გატაცებას ან მასში უკანონო ჩარევას ნიშნავს.

საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების მონაცემებით, ფრენის დაწყებიდან ორი საათისა და 15 წუთის შემდეგ „ბოინგი“ მოულოდნელად მკვეთრად დაეშვა ქვემოთ, ერთ წუთზე ნაკლებ დროში სიმაღლე 34 000-დან დაახლოებით 17 000 ფუტამდე შემცირდა, სიჩქარე კი 411 კვანძიდან თითქმის 600-მდე გაიზარდა. რამდენიმე წამის განმავლობაში თვითმფრინავმა სიმაღლე ოდნავ აღადგინა და 21 650 ფუტს მიაღწია, რის შემდეგაც კვლავ მკვეთრად დაეშვა, ამჯერად 14 000 ფუტზე დაბლა. მომდევნო ერთი საათის განმავლობაში თვითმფრინავმა ვერ შეინარჩუნა სტაბილური სიმაღლე, თუმცა ის დაახლოებით 15 000 ფუტის დონეზე რჩებოდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მას ავტოპილოტის ნაცვლად ხელით მართავდნენ.

ინციდენტის დროს ისრაელის ხელისუფლებამ თვითმფრინავთან დაკავშირება ვერ შეძლო. თვითმფრინავის შესაძლო გატაცების შიშის ფონზე, მის გასანეტრალებლად ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლები აფრინდნენ. თუმცა, მალევე თვითმფრინავთან კავშირი აღდგა და რეისი საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაეშვა.

ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, საგანგებო სიგნალი მას შემდეგ გაიგზავნა, რაც, სავარაუდოდ, პილოტებს შორის კაბინაში ჩხუბი მოხდა.

ისრაელელმა მგზავრებმა ისაუბრეს თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს ქაოსისა და პანიკის სცენებზე, კაბინაში სისხლის არსებობაზე და ერთ-ერთი პილოტის დანით დაჭრაზე.

„თვითმფრინავში ყვირილის ხმა გავიგეთ. შემდეგ პილოტების კაბინის კარი გააღეს და სისხლი დავინახეთ; ვიღაცამ პილოტი დასაკეცი დანით დაჭრა“, – განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

ვრცელდება კადრებიც, სადაც ჩანს თუ როგორ უკრავენ გადარჩენილი მოქალაქეები ტაშს.

ვიდეო

 

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წარმოუდგენელი და დაუჯერებელი ამბავი, რომელიც სამეგრელში მოხდა – ვრცელდება კადრები
  • ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
  • “ვიღაცამ პილოტი დანით დაჭრა“- ვრცელდება პირველი კადრები Flydubai-ის რეისიდან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge