Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ერთ-ერთმა პილოტმა მეორეს დანა ჩაარტყა და 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტის მოწყობა სცადა” – FlyDubai-ს რეისზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები და მგზავრების გმირობა

September 30, 2026
“ერთ-ერთმა პილოტმა მეორეს დანა ჩაარტყა და 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტის მოწყობა სცადა” –  FlyDubai-ს რეისზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები და მგზავრების გმირობა

2026 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, დუ­ბა­ი­დან თელ-ავი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მფრი­ნავ FlyDubai-ს FZ1073 რე­ის­ზე მას­შტა­ბუ­რი ტრა­გე­დია აი­ცი­ლეს თა­ვი­დან. Boeing 737 MAX 8-ის ბორტზე, სა­დაც 174 მგზავ­რი (მათ შო­რის 27 ბავ­შვი) იმ­ყო­ფე­ბო­და, ფრე­ნი­სას მძი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და – კა­ბი­ნა­ში მე­ო­რე პი­ლო­ტი კა­პი­ტანს და­ნით და­ეს­ხა თავს.

18 000 ფუ­ტით ( 5,4864 კი­ლო­მეტ­რით) დაშ­ვე­ბა და გან­გა­შის სიგ­ნა­ლი
რე­ი­სი დუ­ბა­ი­დან თელ-ავი­ვის­კენ, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, დი­ლის 7 სა­ათ­ზე გაფ­რინ­და. ფრე­ნის და­წყე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ორ­სა­ათ-ნა­ხე­ვარ­ში, რო­დე­საც ლა­ი­ნე­რი 34 000 ფუ­ტის სი­მაღ­ლე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, პი­ლო­ტე­ბის კა­ბი­ნა­ში ძა­ლა­დო­ბა და­ი­წყო.

თვითმფრი­ნავ­მა მკვეთ­რი დაშ­ვე­ბა და­ი­წყო და FlightAware-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 12 წუთ­ში სი­მაღ­ლე 33 000 ფუ­ტი­დან 15 400 ფუ­ტამ­დე შემ­ცირ­და.

ეკი­პაჟ­მა ჯერ ზო­გა­დი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის კოდი 7700 გა­დას­ცა, ხოლო მა­ლე­ვე ჩარ­თო 7500 – სა­ერ­თა­შო­რი­სო სიგ­ნა­ლი, რო­მე­ლიც ხო­მალ­დის გა­ტა­ცე­ბას ან მას­ზე უკა­ნო­ნო თავ­დას­ხმას ნიშ­ნავს. უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მი­სა­ღე­ბად ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბი ჰა­ერ­ში აწია.

მგზავ­რე­ბის გმი­რო­ბა და თავ­დამ­სხმე­ლის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა
მოწ­მე­ე­ბის ცნო­ბით, კა­ბი­ნის კა­რის გა­ღე­ბის შემ­დეგ მგზავ­რე­ბი და ბორტზე მყო­ფი სხვა პი­რე­ბი ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ე­რივ­ნენ და თავ­დამ­სხმე­ლი პი­ლო­ტი გა­ნა­ი­ა­რა­ღეს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ზე (ყო­ფი­ლი Twitter) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში, ერთ-ერთი გმი­რი მგზავ­რი, რო­მელ­საც შუბ­ლი­დან ცხვი­რამ­დე სის­ხლის წვრი­ლი ნა­კა­დი ჩა­მოს­დი­ო­და, დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და:

“თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბის პრო­ცეს­ში ვართ. ამ მო­მენ­ტის­თვის ტე­რო­რის­ტე­ბი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი გვყავს და და­საჯ­დო­მად ვემ­ზა­დე­ბით. ვი­საც ეს­მის ჩემი, დახ­მა­რე­ბა გვჭირ­დე­ბა… რო­გორც ჩანს, ტა­ბუკ­ში ვჯდე­ბით, სა­უ­დის არა­ბეთ­ში. უც­ნობ, უცხო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. თვითმფრი­ნავ­ში პი­ლო­ტის გარ­და ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, ყვე­ლა უვ­ნებ­ლა­დაა”, – კი­დევ ერ­თმა მგზავ­რმა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და თავ­დამ­სხმე­ლის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა­ში, სა­ზა­რე­ლი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ოჯა­ხი და­ამ­შვი­და:

“რო­გორც ჩანს, სა­უ­დის არა­ბეთ­ში დავ­ჯე­ქით. ერთი პი­ლო­ტი მძი­მე­დაა და­შა­ვე­ბუ­ლი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაჰ­ყავთ. არის კი­დევ ერთი ტე­რო­რის­ტი… მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არ ვი­ცით, მაგ­რამ ისიც ჩარ­თუ­ლი იყო ძა­ლა­დო­ბა­ში. ძა­ლი­ან მძი­მე იყო. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სახ­ლში ვიქ­ნე­ბით. ტან­საც­მლის გა­მოც­ვლა მჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი სის­ხლშია გას­ვრი­ლი… შენი მამა გმი­რია. მარ­ტოს არ გა­მი­კე­თე­ბია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გნა­ხავთ, ცოტა უნდა დავ­მშვიდ­დე”.

მძი­მე კად­რე­ბი თვითმფრი­ნა­ვის ბორ­ტი­დან
გავ­რცე­ლე­ბულ სხვა შემ­ზა­რავ ვი­დე­ო­ებ­ში ჩანს, რო­გორ ეხ­მა­რე­ბი­ან თვითმფრი­ნა­ვის სამ­ზა­რე­უ­ლოს ია­ტაკ­ზე მწო­ლი­ა­რე ორ მა­მა­კაცს, რო­მელ­თაც აშ­კა­რად ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა აქვთ. მათ­გან ერთ-ერთს პი­ლო­ტის თეთ­რი ფორ­მა აც­ვია, რო­მე­ლიც სრუ­ლად სის­ხლი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი, სის­ხლით არის მოს­ვრი­ლი კედ­ლე­ბიც.

და­შა­ვე­ბუ­ლებს ჟანგბა­დის ნიღ­ბე­ბი უკე­თი­ათ.

ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა სა­უ­დის არა­ბეთ­ში და გა­მო­ძი­ე­ბა
ხო­მალდმა კურ­სი შეც­ვა­ლა და ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­უ­დის არა­ბეთ­ში, ტა­ბუ­კის სამ­ხედ­რო-სა­მო­ქა­ლა­ქო ბა­ზა­ზე. ვი­ნა­ი­დან ის­რა­ელ­სა და სა­უ­დის არა­ბეთს შო­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს, ის­რა­ე­ლის მგზავ­რე­ბით სავ­სე თვითმფრი­ნა­ვის სა­უ­დის არა­ბეთ­ში დაჯ­დო­მა იშ­ვი­ათ პრე­ცე­დენ­ტად შე­ფას­და.

სა­უ­დელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ხო­მალ­დი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ხოლო მგზავ­რებს უსაფრ­თხო გა­რე­მო შე­ექ­მნათ.

ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ტე­რო­რიზ­მის მუხ­ლით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის თო­ა­ბა­ზე გა­მო­ა­ცხა­დეს. Channel 12-ის ცნო­ბით, ერთ-ერ­თმა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა გა­ნა­ცახ­და:

“ერთ-ერ­თმა პი­ლოტ­მა მე­ო­რეს დანა ჩა­არ­ტყა და 11 სექ­ტემ­ბრის მსგავ­სი ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბა სცა­და”.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბორტზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის გმი­რო­ბის წყა­ლო­ბით “ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა იქნა აცი­ლე­ბუ­ლი,“ რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას 1976 წლის ენ­ტე­ბეს ცნო­ბი­ლი ინ­ცი­დენ­ტი გა­ახ­სე­ნა Air France-ის რე­ის­ზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საჯარო სექტორში ხელფასები 8.4%-ით იზრდება – 2027 წლის წლის ბიუჯეტის პროექტი
  • “საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან” – საქართველოს ეროვნული ბანკი
  • “სიმსივნის ყოველი 8 შემთხვევიდან 1 ინფექციური წარმოშობისაა – ანტივაქსერების დიდი შეკრება და წყევლა-კრულვაა მოსალოდნელი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია” – რას ამბობს მაია ბუწაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge