ისრაელელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ავიაკომპანია flydubai-ს იმ რეისთან დაკავშირებით, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ისრაელის მიმართულებით მიფრინავდა და საუდის არაბეთში ავარიული დაშვება განახორციელა, უდიდესი კატასტროფა იქნა თავიდან აცილებული“, – ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.
აღნიშნული პირის თქმით, რომელმაც მედიასთან ანონიმურად ისაუბრა, მიმდინარეობს გამოძიება მეორე პილოტთან დაკავშირებით, რადგან მატულობს იმის ნიშნები, რომ მან თვითმფრინავის კონტროლის ხელში ჩაგდება და მისი ჩამოგდება სცადა.
„მე-12 არხის“ ცნობით, flydubai-ს თვითმფრინავში სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პილოტების მეორე ჯგუფიც იმყოფებოდა. გამოცემის ინფორმაციით, სწორედ მათ აღკვეთეს ერთ-ერთი პილოტის მცდელობა, თვითმფრინავზე კონტროლი ხელში ჩაეგდო.
საინფორმაციო სააგენტო Walla-ს ცნობით, პილოტი, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს, ომანელია.
მედიაში გავრცელდა პირველი ფოტოები flydubai-ს რეისიდან, რომელზეც ჩანს მგზავრი, რომელსაც პერანგზე სისხლი აქვს.
ისრაელელი ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.
