დაკარგული გურიკა დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და შვილის დაბრუნების იმედს გამოთქვამს. ის მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ მძიმე პერიოდში თანადგომას უცხადებს.
“რა გინდოდათ ჩემგან, რას გიშავებდით. რამე წაგართვით? რამე მოგპარეთ? ერთადერთი შვილი მყავდა, ტანჯვა-წამებით ვზრდიდი. თუ ვინმე მომეხმარეთ, არ გტოვებდით ისე. ვიყიდდი ჩემს ერთ კუთხეს და მეყოლებოდა ჩემი გური ჩემთან. ვინც ჩემზე ხელს გამოიშვერთ, ჩემი ცხვრებით იცხოვრეთ. ასე არასოდეს დამიწერია და ახლა ვწერ. მე გურის დავიბრუნებ, როგორიც არის ისეთს და უბრალოდ, ვისაც შვილები გყავთ უფალს სანთელს, როგორ უნთებთ. მადლობა ყველას თანადგომისთვის.” – წერს სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.
