“მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა” – ქალთა საფეხბურთო კლუბმა – ლანჩხუთი – “ნიკე ლუსოსთან” მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა. გუშინ კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ მათი პროტესტის მიზეზი სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გახდა – როდესაც გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო ნიკე ლუსოს ყოფილი პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა.
“როცა ჩემი ყოფილი გუნდი პროტესტის ნიშნად თამაშზე უარს ამბობს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ლანჩხუთი ყოველთვის იყო და არის მისაბაძი გუნდი – გუნდი, რომელსაც საკუთარი ღირსების, სიტყვისა და პრინციპების დაცვა შეუძლია.
ვამაყობ, რომ ოდესღაც ამ გუნდის წევრი ვიყავი.
ვამაყობ იმ მაისურით, რომელიც მეც მეცვა და იმ ადამიანებით, რომლებიც დღეს ლანჩხუთის ღირსებას იცავენ.
ზოგჯერ ფეხბურთზე მეტია ის, რასაც მოედანზე ვერ ხედავ.
პატივისცემა, ერთიანობა და ღირსება – ესეც გამარჯვებაა.
ვამაყობ თქვენით ლანჩხუთი!“ – წერს ქალთა საფეხბურთო გუნდ „ხობის კოლხეთის“ ფეხბურთელი, ანა წულაია სოციალურ ქსელში.
