Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი (ირაკლი ღარიბაშვილი) გვყავდა გუნდში” – რა კომენტარს აკეთებენ ქართულ ოცნებაში

September 30, 2026
“გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი (ირაკლი ღარიბაშვილი) გვყავდა გუნდში” – რა კომენტარს აკეთებენ ქართულ ოცნებაში

“ქართულ ოცნებაში” ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს „აბსურდზე დაფუძნებულს“ უწოდებენ. ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ყოფილმა პრემიერმა საქართველოს წარმატებები საკუთარ თავს მიაწერა. „ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, ღარიბაშვილს პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს, ხოლო მის მიერ გავრცელებული წერილების მიმართ მმართველ გუნდში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან, დადებითი დამოკიდებულება არ იქნება.

ვხედავთ რაღაც სერიალს წერილების, რომელიც აბსურდზეა დაფუძნებული, რა თქმა უნდა, და ძალიან დაბალ დონეზეა დასული, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. გუშინდელ წერილში, ფაქტობრივად, რაც კი წარმატება აქვს საქართველოს, ყველაფერი თავის თავზე მიიწერა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დონეზე დავიდა. გუდალსაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა გუნდში. პოლიტიკური მომავალი, ჩემი გადმოსახედიდან, მას არ გააჩნია. რა თქმა უნდა, დადებითი დამოკიდებულება არცერთ ადამიანს, გუნდის წევრზე მაქვს საუბარი, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული “ქართული ოცნების” რიგითი ჯარისკაცით დამთავრებული, დადებითი დამოკიდებულება, მსუბუქად რომ ვთქვათ, არავის ექნება ამ წერილებთან დაკავშირებით, – ამბობს ლევან მაჭავარიანი.

ღარიბაშვილის წერილში მოყვანილ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრობს ზვიად შალამბერიძეც. მისი თქმით, ყოფილი პრემიერის მიერ დასახელებული მონაცემები დღეს კიდევ უფრო გაუმჯობესებულია.

კითხვაზე კი, როგორ აფასებს ღარიბაშვილის წერილებს ბიძინა ივანიშვილი, შალამბერიძე ამბობს, რომ მისი პოზიცია არ იცის.

ციფრები, რაც იყო მოყვანილი, იმასთან შედარებით დღევანდელი ციფრები არის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული. ანუ ყოველწლიურად როგორც ეკონომიკა იზრდება, ისე რა თქმა უნდა, იზრდება ხელფასები, იზრდება პენსია. მე არ ვიცი ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს. ნებისმიერ ბრალდებულს შეუძლია, თავისი თავდაცვის მიმართულება განავითაროს ისე, როგორც ის თვლის საჭიროდ, – ამბობს ზვიად შალამბერიძე.

ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილში 2021 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების პერიოდს იხსენებს. მისი თქმით, ქვეყანა მაშინ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე „ხელისუფლების ჩამოშლის პირას“ იყო. ღარიბაშვილი ასევე საუბრობს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე და საკუთარ მიღწევად ასახელებს 2023 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილება ხელს შეუწყობს როგორც დაკრედიტების პროცესზე გავლენის შემცირებას, ისე მსესხებლებისთვის ვალის ტვირთის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნებას-დავით უტიაშვილი
  • ვინ არის რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა და რას ამბობენ ადგილობრივები
  • “ოპოზიციამ უნდა დაამთავროს ერთმანეთის ლანძღვა და კრიტიკა, დაამთავროს ოპოზიციაში ჩერგოლეიშვილობა, რომლის ერთადერთი საქმეა, სხვა პარტიები ლანძღოს”- რას ამბობს ირაკლი კუპრაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge