Wednesday, September 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის საპატიმროს ივლისში დატოვებს

September 30, 2026
ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის საპატიმროს ივლისში დატოვებს

4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ბექა ჭულუხაძეს 1-წლიანი რეალური და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. შესაბამისად, მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას ივლისში დატოვებს.

მსჯავრდებულის ადვოკატის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, ჭულუხაძეს არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება.

„გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ერთი წელი რეალური სასჯელი და ორი წელი კი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. თუკი მერწმუნებით, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არავისზე არ დაუდია ხელი, მსგავსი რამ სისხლის სამართლის საქმეში არ მომხდარა, ბექა ჭულუხაძეს ჩვენება არავისზე მიუცია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, თუ რა აღიარა ჭულუხაძემ, რომ ის ინახავდა საბრძოლო მასალას დივერსიის მოწყობის მიზნით, ადვოკატი პასუხობს, რომ საქმეში დივერსია საერთოდ არაა ნახსენები.

„არანაირი დივერსია არ არის ხსენებული. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს მქონდა და ვინახავდი ამ იარაღსო, ამბობს. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების ოქმს, დივერსია არაა ნახსენები, მის წინააღმდეგ დევნა 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით იყო დაწყებული“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, ხომ არ სთხოვეს ჭულუხაძეს თავისუფლების სანაცვლოდ, 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, ადვოკატი უარყოფით პასუხს სცემს.

„საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან არ შესულან და არ უთქვამთ მსგავსი რამ. ჩვენ სხვა[გამოყოფილ] საქმეზე მოწმედაც კი არ ვართ გამოკითხული“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ბექა ჭულუხაძე სუს-მა საერთაშორისო ძებნის ფარგლებში მიმდინარე წლის 11 ივლისს, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში დააკავა.

ცნობისთვის, ბექა ჭულუხაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გასული წლის 6 ოქტომბერს, დაუსწრებლად წარუდგინეს. ასევე დაუსწრებლად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, 8 ოქტომბრიდან კი, მასზე ძებნა გამოცხადდა.

სუს-ის თანახმად, ჭულუხაძეს 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან.

დაკავებისას სუს-ში გამართული ბრიფინგის თანახმად, ისინი ასევე მუშაობდნენ ბექა ჭულუხაძისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • “ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში განხილულია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დევნა, პირდაპირ მოთხოვნილია გიორგი ბარამიძის გათავისუფლება”-ირაკლი ფავლენიშვილი
  • შემზარავი კადრები დაღესტნიდან – როგორ აიძულეს რუსი ქალი 80-მეტრიანი სიმაღლიდან გადამხტარიყო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge