თბილისში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც ორთაჭალაში, საცხოვრებელი კომპლექსი “მონოლითის” ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა.
“ტვ პირველებს” თვითმხილველები უყვებიან, რომ გადმოშარდვის შემდეგ კაცმა თქვა, რომ “სააბაზანო ოთახი დაკავებული იყო და სხვა გზა არ ჰქონდა”. პარალელურად კი, ფაქტის შემსწრე მოქალაქეების ცნობით, აივნიდან იძახდა – “დიდება რუსეთს”.
ინცინდენტის შემდეგ მოქალაქეებმა პოლიცია გამოიძახეს.
რუსეთის მოქალაქე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით.
სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 171-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ეს მუხლები მოიცავს: საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება).
