ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში ხანძარი იყო – ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
ცეცხლი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
