ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო შემადგენლობა გაზარდა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსი სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 15500-ით გაიზარდა.
„განისაზღვროს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 2 441 630 ერთეულის, მათ შორის 1 550 500 სამხედრო მოსამსახურის ოდენობით“, – ნათქვამია პუტინის განკარგულებაში.
მანამდე ეს მაჩვენებელი 2 426 130-ს, მათ შორის 1 535 000 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა.
