დღეს 17 საათზე ხაშურში მე-5 სკოლის წინ აქციის გამართვა იგეგმება – ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
საინიციატივო ჯგუფის ცნობით, აქციის მონაწილეები ტენდერის გამოცხადებამდე სკოლაში სწავლის გაგრძელებას მოითხოვენ:
,,მე-5 სკოლა წლებია ითხოვს რემონტს, თუმცა მისი დანგრევა მიუღებელია. ხაშურს ახსოვს არაერთი სკოლა, რომელიც დაინგრა და აღარ აშენდა”.
მშობლების თქმით, მე-8 სკოლაში გადაყვანილ ბავშვებს უარესი პირობები დახვდათ და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე არსებობს. გამოსავალი უნდა ინახოს.
