Tuesday, September 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

Red Wings საქართველოში 23 ახალი მარშრუტის დამატებას გეგმავს – ექსპერტები რისკებზე საუბრობენ

September 29, 2026
Red Wings საქართველოში 23 ახალი მარშრუტის დამატებას გეგმავს – ექსპერტები რისკებზე საუბრობენ

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების კიდევ უფრო გაფართოების გეგმას ოპოზიციაში უსაფრთხოების რისკებს უკავშირებენ.

“ძლიერი საქართველოს” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლის გაფართოება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს ზრდის. მისი თქმით, იზრდება რუსეთიდან მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებასთან დაკავშირებული რისკებიც, ამასთან, რუსული ავიაკომპანიების გაფართოებამ შესაძლოა საქართველოს ავიაბაზარზე დასავლურ მიმართულებებსა და კომპანიებს სივრცე შეუზღუდოს.

როგორც ჩანს, რუსეთს ახალი გეგმა აქვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ნაცვლად, საქართველოს შესთავაზოს მისი პირადი აეროდრომის ფუნქცია და როლი. იზრდება ჩვენი ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების გამოწვევები, რაც უკავშირდება რუსების უკონტროლო შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში. იზრდება ასევე, კონკურენციას რაც შეეხება, ჩვენ როდესაც გვინდა, რომ განვავითაროთ რაც შეიძლება მეტი კავშირები დასავლეთთან, ესე იგი, ფაქტობრივად, ავიაბაზარზე აღარ უნდათ, რომ დატოვონ სივრცე სხვებისთვის და რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის პრობლემები, რაც არის ჯოჯოხეთი ამ ქვეყნისთვის ისედაც, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

უსაფრთხოების რისკებსა და საერთაშორისო სანქციების შესაძლო გვერდის ავლაზე საუბრობს კიდევ ერთი ექსპერტი. მისი შეფასებით, რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოსთან კავშირების გაფართოებამ შესაძლოა შექმნას სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობები, ხოლო რუსეთიდან მგზავრთნაკადის ზრდამ – დამატებითი რისკები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

არსებობს სხვადასხვა რისკები, მათ შორის, სანქციების გვერდის ავლის რისკი. ჩვენ ვიცით თუ რა სავალალო დღეშია დღეს რუსეთის ავიაკომპანიების მფრინავი ხომალდები და შესაბამისად, მათ აუცილებლად სჭირდებათ ქვეყნები, სადაც მათი უსაფრთხოების სისტემები იქნება შეკეთებული და აქ არსებობს შესაძლებლობა მაგისი, რომ ზუსტად აუარონ ამ სანქციებს გვერდი.

მეორე საკითხია კრეძოდ, უსაფრთხოება, სახელმწიფოს უსაფრთხოება და გაზრდილი ნაკადი რუსეთიდან მოქალაქეების, ნიშნავს უფრო მეტ შესაძლებლობას რუსეთის სპეცსამსახურებისთვის და აქ მთავარია, ჩვენ და სახელმწიფომ განიხილოს ეს აპსექტიც, – ამბობს

რუსული ავიაკომპანია Red Wings რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების გაფართოებას გეგმავს და 23 ახალ მარშრუტზე ნებართვას ითხოვს. აქედან ექვსი თბილისს, 17 კი ბათუმს უკავშირდება.

რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, რომელიც რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს დოკუმენტებს ეყრდნობა, თბილისისკენ რეისების შესრულება ავიაკომპანიას ომსკიდან, ვოლგოგრადიდან, იჟევსკიდან, კრასნოიარსკიდან, სარატოვიდან და სურგუტიდან სურს.

კიდევ 17 ახალი მარშრუტი ბათუმის მიმართულებით იგეგმება. ჩამონათვალშია ასტრახანი, ჩერეპოვეცი, ჩებოქსარი, ულიანოვსკი, სიქტივკარი, სურგუტი, სტავროპოლი, ორენბურგი, ომსკი, ნიჟნეკამსკი, კალინინგრადი, ირკუტსკი, იჟევსკი, ბარნაული, კრასნოიარსკი, ვოლგოგრადი და სარატოვი.

2026 წლის ზაფხულის სეზონზე Red Wings საქართველოს მიმართულებით რეისებს რუსეთის 15 ქალაქიდან ასრულებდა. რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წელს დაწესებული აკრძალვა 2023 წლის მაისში გააუქმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს ირაკლი ფავლენიშვილს პასუხობს
  • რუსთავში მარტოხელა დედის გამოსახლება დროებით შეჩერდა – მესაკუთრემ დაასახელა თანხა, რომელსაც ითხოვს
  • პარლამენტმა ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge