„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის ინფორმაციით, 2027 წლიდან ბაღის აღმზრდელების ხელფასი 20%-ით გაიზრდება. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„2027 წლიდან ბაღის აღმზრდელები ხელფასი 20%-ით გაიზრდება და საშუალო ხელფასს გაუთანაბრდება. ამასთან, ჩვენ ვაღიარებთ იმას, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ძალიან დიდი გამოწვევებია. მათ შორის, მე, როგორც საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი, აღმოვჩნდი ამ ფაქტის წინაშე და ჩართული ვარ რეალური საქმის კეთებაში, რის საშუალებასაც მანდატი გვაძლევს“,- განაცხადა მარიამ ლაშხმა.
