Tuesday, September 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“IRI-ის კვლევაზე ინფორმაცია არ გვქონია, რთულია, ამ რეჟიმის პირობებში ადამიანებს მოსთხოვო გულწრფელი პასუხი, რას ფიქრობს ხალხი, ყველაზე კარგად თავისუფალ არჩევნებში გამოჩნდება”- რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი

September 29, 2026
ირაკლი ფავლენიშვილი ენმ-ის დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი გახდა

„ოცნება“ ისტორიულ მაქსიმუმზე ვერა, მაგრამ მინიმუმზე იქნება თავისი პოლიტიკის წყალობით, რაც შეეხება კვლევას, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ასეთ რეპრესიულ გარემოში არ გამოხატავს საბოლოო ჯამში რაც ხდება იმას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლევასთან დაკავშირებით IRI-ის ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება.

„ოფიციალურად უნდა გამოქვეყნდეს ჯერ ეს მონაცემები , რაც შეეხება IRI-ის კვლევის შედეგებს, ჩვენ არაერთხელ გვახსოვს, რეალურად განსხვავებული შედეგები იდებოდა გაყალბებულ არჩევნებშიც კი. ამიტომ როცა ვსაუბრობთ ასეთ კვლევებზე, ეს სრულ სურათს ვერ აჩვენებს. რაც შეეხება გამოკითხვის ფორმატებს, ძალიან რთულია, ამ რეჟიმის პირობებში ადამიანებს მოსთხოვო გულწრფელად პასუხის გაცემა. რას ფიქრობს ხალხი, ყველაზე კარგად თავისუფალ არჩევნებში გამოჩნდება“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, რატომ დამალა და არ გაასაჯაროვა ოპოზიციამ ეს კვლევა აქამდე, ფავლენიშვილმა უპასუხა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კვლევის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია და არაფერი დაუმალავს.

„არაფერი დაგვიმალავს, რადგან არ გვქონია ინფორმაცია. ვიცით, რომ „ოცნება“ ისტორიულ მაქსიმუმზე ვერა, მაგრამ მინიმუმზე იქნება თავისი პოლიტიკის წყალობით, რაც შეეხება კვლევას, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ასეთ რეპრესიულ გარემოში არ გამოხატავს საბოლოო ჯამში რაც ხდება იმას. ოფიციალურად არ ვიცნობთ ამ კვლევის სტატისტიკებს. გავრცელებულის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წარსული გამოცდილებით შედეგები, რომლებიც ქვეყნდებოდა, განსხვავდებოდა თვით გაყალბებული არჩევნების შედეგებისგან.

ორგანიზაციის მიმართ აბსოლუტურად დადებითი დამოკიდებულება გვაქვს, უბრალოდ რეპრესიული გარემოა და შიშის ფონის გამო მოქალაქეები ვერ აფიქსირებენ თავიანთ აზრს. ჩვენ არ მოგვისმენია „აირაის“ ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე, ამიტომ ველოდებით“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Red Wings საქართველოში 23 ახალი მარშრუტის დამატებას გეგმავს – ექსპერტები რისკებზე საუბრობენ
  • “დღევანდელ გლობალურ ქაოსში საქართველო დგას მტკიცედ, ვითარდება და ინარჩუნებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას”- რას ამბობს ლიკა შარტავა
  • “ემაარ ჯგუფისა და ტრამპ თაუერის შემოსვლა საქართველოში არის საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა ქართული დეველოპმენტისა და სამშენებლო სექტორისათვის” – თორნიკე ფაღავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge