Tuesday, September 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯარიმა ან სტუდენტების მიღების შეზღუდვა – უცხოელ სტუდენტებზე ინფორმაციის არასწორად აღრიცხვისთვის სანქცია განისაზღვრა

September 29, 2026
ჯარიმა ან სტუდენტების მიღების შეზღუდვა – უცხოელ სტუდენტებზე ინფორმაციის არასწორად აღრიცხვისთვის სანქცია განისაზღვრა

უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებს უცხოელი სტუდენტების შესახებ ინფორმაციის სპეციალურ სისტემაში სწორად აღურიცხველობის შემთხვევაში შესაძლოა ჯარიმა დაეკისროთ, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი მათ უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება ერთიდან სამ წლამდე შეუზღუდონ.

ამის შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მიმდინარე წლის ზაფხულში შევიდა და როგორც ცნობილია, ეს წესი 31 აგვისტოდან უკვე მოქმედებს.

კერძოდ, კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, თუ უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებელი უცხოელი სტუდენტის შესახებ კანონით მოთხოვნილ ინფორმაციას შესაბამის საინფორმაციო სისტემაში არ აღრიცხავს ან აღრიცხვის წესს დაარღვევს, შეიძლება გაფრთხილება მიიღოს ან დაჯარიმდეს.

ჯარიმის ოდენობა იქნება – შესაბამისი უცხოელი სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგიდან ხუთმაგ ოდენობამდე. ამასთან, თანხა დარღვევების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.

თუ დაწესებულება იგივე დარღვევას კვლავ ჩაიდენს, მას ისევ ორმაგიდან ხუთმაგ ოდენობამდე ჯარიმა დაეკისრება.

მომდევნო დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმა შეიძლება უცხოელი სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ექვსმაგ ოდენობამდე გაიზარდოს.

გარდა ამისა, დაწესებულებას შეიძლება უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება ერთიდან სამ სასწავლო წლამდე შეუზღუდონ. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს ან პროფესიულ სასწავლებელს ამ პერიოდში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვა აღარ შეეძლება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრება ან სტუდენტების მიღების უფლების შეზღუდვა სასწავლებელს ინფორმაციის სისტემაში აღრიცხვის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს
  • “საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოება ენდობა საქართველოს, ხედავს იმ პროგრესს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში…”- რას ამბობს რატი იონათამიშვილი
  • “ქართულ ოცნებაში“ პასუხობენ კითხვას, განიხილავენ თუ არა ამნისტიას გადავსებული ციხეების ფონზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge