მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს.
“ეს კედელი, გმირთა სახელებით, ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით აღვმართეთ 2002 წელს, ჩემი საკრებულოს თავმჯდომარეობისას. ხოლო პრეზიდენტობის დროს დავდგით მოედნის შუაში სვეტი, მაგრამ მინდა გითხრათ,
რომ სანამ კედელს აღვმართავდით, საკრებულოში მოვიდა ვისოლის ლევან ფხაკაძე და ერთ-ერთ ჩემს ახლო თანამებრძოლს შესთავაზა, რომ ჩვენს პარტიას დააფინანსებდა 300 ათასი დოლარით (ეს მაშინ, როცა ოფისის ყოველთვიურ
1000 ლარიან ქირას ძლივს ვიხდიდით). რა თქმა უნდა, როცა გადმომცეს ეგრევე ძალიან შორს გავუშვი.
აბა თქვენ მითხარით, ეს მონუმენტები, ისევე როგორც, 9 აპრილის მონუმენტი რუსთაველზე, ჩვენ რომ არ დაგვედგა, დაიდგმებოდა თუ არა “ქოცების” მიერ?” – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
