საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ფრანგული კლუბ “პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კავარცხელია გულშემატკივარს ბოდიშს უხდის და ჰპირდება, რომ შემდგომ თამაშებში აუცილებლად გაახარებენ მათ.
როგორც მან მატჩის შემდგომი კომენტარის დროს თქვა, ახალ მწვრთნელთან ერთად მოსამზადებლად ჯერ მხოლოდ ერთი ვარჯიში მოასწრეს, თუმცა, უკრაინასთან მატჩი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბოლო პერიოდში.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ვილი სანიოლს. რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ერთი ვარჯიში გვქონდა. თუმცა თამამად ვიტყვი, რომ ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ უკრაინასთან ჩატარებული პირველი ტაიმი იყო.
გულშემატკივარს ბოდიშს მოვუხდი, რომ დღეს მიზანს ვერ მივაღწიეთ. მაგრამ მათ მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ და ვპირდებით, დარჩენილ მატჩებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამარჯვებებით გავახაროთ“.
