შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანია ამბობს, რომ მზად არის ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს და ითანამშრომლოს ყველა საგამოძიებო უწყებასთან, ვისაც კითხვები გააჩნია.
როგორც მან სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა, არცერთი მტკიცებულება და არცერთი ვიდეოზარი არ არსებობს მისი შვილის საქმეში და ეს ექსპერტებმაც დაადასტურეს.
თუ რომელიმე საგამოძიებო უწყებას, რაიმე შეკითხვა გააჩნია პირადად ჩემთან, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრთან, მზად ვართ ვითანამშრომლოთ და ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ. არცერთი მტკიცებულება არ გააჩნია მას, არცერთი ვიდეოზარი არ ყოფილა და ექსპერტებმაც დაადასტურეს. გაგებით ვეკიდები ამ რეზონანსულ საქმეს, რომელიც საზოგადოების უზარმაზარი ინტერესია და რა თქმა უნდა, მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე პროკურატურის რომელიმე ბრალს ვეთანხმები, პირიქით, ვიბრძოლებ ბოლომდე დავამტკიცო, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. ზუსტად ვიცით, რომ სამსახურში იყო, პროკურატურაში იმყოფებოდა ქალბატონი ქეთი სონიძე, აღმოჩნდა ისე, რომ ბრალი რომ მოვიდა სულ სხვა პროკურორის ხელის მოწერა ჰქონდა ბრალს, რომელიც საერთოდ შეხებაში არ არის ამ საქმესთან. ახლათ, მოდი, დავსვათ კითხვა, რატომ გააკეთა ეს ქალბატონმა ქეთიმ, – ამბობს მალანია.
გიორგი მალანიას შემდეგი სასამართლო პროცესი 9 ოქტომბერს ჩაინიშნა. სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევას კვლავ ბრალდების მხარე გააგრძელებს და ის პოლიციელები გამოიკთხებიან, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა.
