თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ირინა ენუქიძის ქუჩაზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც სტუდენტები და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, ფაქტი ძალიან სწრაფად მოხდა. როგორც ცნობილია დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ჩხუბი გარეთ დაიწყო. დაჭრა მანამდე დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება. ცნობილია ასევე, რომ დაჭრაში ბრალდებული უნივერსიტეტის სტუდენტი არაა. დაზარალებული კი ამ სასწავლებელში სწავლობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
