Monday, September 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს და მთავრობას ინიციატივით მიმართავს

September 28, 2026
თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს და მთავრობას ინიციატივით მიმართავს

თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებით, 2026 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა თამბაქოს კონტროლის რეფორმამ ახალი პრობლემები გამოკვეთა.

მათი განმარტებით, სახელმწიფომ თამბაქოს დაბეგვრის ახალი წესით ადგილობრივ მწარმოებლებს დიდი საგადასახადო შეღავათები დაუწესა და გადასახადის (აქციზის) ნაწილი შეუმცირა, რამაც ბაზარზე მკვეთრი დისბალანსი შექმნა.

„2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში თამბაქოს დაბეგვრის ახალი წესი ამოქმედდა. რეფორმის მიზანი ბიუჯეტში მეტი ფულის შეტანა და სიგარეტის გაძვირებით მოწევის შემცირება იყო. თუმცა, პირველი შვიდი თვის მონაცემები აჩვენებს, რომ რეფორმამ სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო. გაჩნდა მთავარი პრობლემა, ხელოვნურად გაიაფებული სიგარეტი. სახელმწიფომ ახალი წესით ადგილობრივ მწარმოებლებს დიდი საგადასახადო შეღავათები დაუწესა და გადასახადის (აქციზის) ნაწილი შეუმცირა. ამან ბაზარზე მკვეთრი დისბალანსი შექმნა: ბაზარი აივსო იაფი, ადგილობრივი სიგარეტით. როდესაც უცხოური სიგარეტი გაძვირდა, ადამიანებმა მოწევას კი არ დაანებეს თავი, მექანიკურად გადავიდნენ უფრო იაფ, ადგილობრივ ალტერნატივაზე. არასწორად დაგეგმილმა რეფორმამ ერთდროულად ორმაგი დარტყმა მიაყენა ქვეყანას: მოხდა ფისკალური კრახი, დაზიანდა სახელმწიფო ბიუჯეტი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა.

თითქოს თამბაქოდან ბიუჯეტში შესული თანხა ნომინალურად 9%-ით გაიზარდა (750.4 მილიონ ლარამდე), მაგრამ ინფლაციის (ფასების საერთო ზრდის) გათვალისწინებით, რეალური შემოსავალი 1.3%-ით შემცირდა. ადგილობრივი სიგარეტის გაყიდვები 26%-ით გაიზარდა, თუმცა მათგან ბიუჯეტში შესული თანხა 8%-ით შემცირდა. ანუ, სახელმწიფო ყოველი გაყიდული კოლოფიდან გაცილებით ნაკლებ მოგებას იღებს, რითაც კონკრეტული ბიზნესები მდიდრდებიან, ბიუჯეტი კი კარგავს ფულს. თამბაქოს კონტროლის მთავარი მიზანია სიგარეტი ძვირი და ხელმიუწვდომელი იყოს. რეალურად კი, 2026 წელს სიგარეტის გაყიდვებმა 5%-ით მოიმატა (184.2 მილიონ კოლოფამდე). მოსახლეობის საშუალო ხელფასი უფრო სწრაფად გაიზარდა (9%-ით), ვიდრე სიგარეტის ფასი. შედეგად, დღეს ადამიანს ერთი თვის ხელფასით უფრო მეტი კოლოფი სიგარეტის ყიდვა შეუძლია, ვიდრე ადრე. პროდუქტი ხელმისაწვდომი დარჩა ყველაზე მოწყვლადი და ღარიბი ჯგუფებისთვისაც“, – ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.

თამბაქოს კონტროლის ალიანსში აცხადებენ, რომ აუცილებელია საგადასახადო კოდექსის გადახედვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებისა და ევროპული გამოცდილების მიხედვით.

„ეს დინამიკა თუ გაგრძელდება, ქვეყანა კიდევ უფრო მეტ ფულსა და ჯანსაღ მომავალს დაკარგავს. მავნე ფისკალური შედეგების გასაუვნებელყოფად და მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსასწორებლად, აუცილებელია საგადასახადო კოდექსის გადახედვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) სტანდარტებისა და ევროპული გამოცდილების მიხედვით. ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით, 2026 წლის საგადასახადო კრიზისიდან გამოსასვლელად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

სასწრაფოდ გააუქმოს ადგილობრივი მწარმოებლების საგადასახადო პრივილეგიები.

აწიოს ფიქსირებული (სპეციფიკური) აქციზი იმ ნიშნულამდე, რომ ერთი კოლოფის მინიმალური გადასახადი ავტომატურად აძვირებდეს ნებისმიერ სიგარეტს.

კანონში ჩაწეროს ავტომატური ზრდის მექანიზმი, რომელიც ყოველწლიურად ინფლაციაზე მაღალი ტემპით გაზრდის გადასახადს, რათა ხელფასების მატებამ სიგარეტის ყიდვა არ გააადვილოს.

ბრიტანული სისტემა პირდაპირ პასუხობს საქართველოში 2026 წელს შეიქმნილ პრობლემას (როცა ხელფასების ზრდამ სიგარეტის გაძვირებას გადაასწრო). კანონით დადგენილია, რომ ყოველწლიურად თამბაქოს გადასახადი ავტომატურად იზრდება ინფლაციის მაჩვენებელს + 2%. შედეგად სიგარეტი ყოველ წელს უფრო სწრაფად ძვირდება, ვიდრე სხვა პროდუქტები ან ხალხის შემოსავლები. ხელფასის მატების მიუხედავად, სიგარეტი მოსახლეობისთვის ყოველწლიურად უფრო მეტად ხელმიუწვდომელი ხდება. ევროკავშირის წესებით, სიგარეტის დაბეგვრა შედგება ორი ნაწილისგან (სპეციფიკური -ფიქსირებული გადასახადი კოლოფზე და ადვალური – პროცენტული გადასახადი ფასიდან). თუმცა, მთავარი დამცავი მექანიზმი არის მინიმალური აქციზური ბეგარა. ევროკავშირი ადგენს, რომ სიგარეტის გადასახადი არ უნდა იყოს ერთ კოლოფზე გარკვეულ თანხაზე (მაგალითად, 3 ევროზე) ნაკლები, მიუხედავად იმისა, რა ღირს თავად სიგარეტი.

ეს მეთოდი ბაზრიდან სრულად აქრობს „იაფი სიგარეტის“ ფენომენს. მწარმოებელი ვერცერთი შეღავათით ვერ ჩამოწევს ფასს დაბლა, რაც იცავს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვითარება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან, სადაც ახალგაზრდა დაჭრეს – ახალი დეტალები
  • მაჭავარიანი 2028 წლის არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს აანონსებს
  • რუსეთის არმიამ კიევში მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge