Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს ყირიმ-კონგოს დაავადება უტევს – 2009 წლიდან პირველად, ქვეყანაში ინფექციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

August 2, 2022
საქართველოს ყირიმ-კონგოს დაავადება უტევს – 2009 წლიდან პირველად, ქვეყანაში ინფექციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოს ყირიმ-კონგოს დაავადება უტევს – 2009 წლიდან პირველად, ქვეყანაში ინფექციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

42 შემთხვევა და ორი გარდაცვლილი მოქალაქე – ინფექციის ყველაზე აქტიური კერა კი კვლავ სამცხე-ჯავახეთშია. გამოვლენილი შემთხვევებიდან, 36 სწორედ ამ რეგიონზე მოდის.

ყირიმ-კონგოს საშიში ინფექცია დაფიქსირდა ხაშურის რაიონშიც. ჯანდაცვის სპეციალისტები მოქალაქეებს სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმთან მისვლას ურჩევენ – ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი და თვალების წვა – ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ყირიმ-კონგოს ახასიათებს.

ჯერჯერობით ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, ლეტალობა კი საკმაოდ მაღალი აქვს. 2009 წლიდან დღემდე საქართველოში, ინფექციის 164 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის, 21 გარდაცვალება

გასულ თვეში სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს 10-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რეგიონში რამდენიმე პაციენტი მკურნალობას საავადმყოფოში ამ დრომდე გადის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სპეციალისტები ადასტურებენ, რომ წინა წლებთან შედარებით წელს ყირიმ-კონგოს გაცილებით მეტი შემთხვევაა, ექიმები მოქალაქეებს ურჩევენ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და ყირიმ-კონგოს დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებებს.

“კურიერი” ესაუბრა პირს, რომელმაც ეს დაავადება გადაიტანა. მისი თქმით, შინაური ცხოველის ტკიპამ უკბინა, რის შემდეგაც დაეწყო სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა და პირის სიმშრალე, რის შემდეგაც ექიმს მიმართა.

“მიკბინა, ავიცერი და ერთი 3 დღის მერე მომცა სიცხე, ერთი დღე მქონდა და გადამიარა. დაბლა სოფელში კიდევ დაიღუპა ბავშვი მაგით, მაგრამ აქ არ არის ეგეთი ტკიპა, რომ გიკბინოს და რაღაცა დაგმართოს,” – ამბობს ადგილობრივი მალხაზ პაპაშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge