Monday, September 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სად და რა პირობებით იყიდება მილიონობით ლიტრი სპირტი – ექსპერტები ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ

September 28, 2026
სად და რა პირობებით იყიდება მილიონობით ლიტრი სპირტი – ექსპერტები ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ

ამ დრომდე უცნობია იმ კომპანიების სია, რომლებიც სახელმწიფოსგან საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად საბრენდე სპირტს ყიდულობენ.

საუბარია გლეხებისგან ჩაბარებული ყურძნისგან სახელმწიფოს მიერ წარმოებულ სპირტზე, რომელიც მოგვიანებით კერძო კომპანიებზე იყიდება. არსებული ინფორმაციით, პროდუქციის გასაყიდი ფასი მის წარმოებაზე გაწეულ ხარჯზე დაბალია, შეძენილი სპირტის ნაწილი კი კომპანიებს ექსპორტზე გააქვთ.

ამასთან, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც ეროვნული რეზერვებიდან მილიონობით ლიტრი სპირტი შეიძინეს. უცნობია, კონკრეტულად რომელ ბიზნესებზე, რა მოცულობითა და პირობებით გაიყიდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პროდუქცია.

თუმცა, ცნობილია ის, რომ აღნიშნული კომპანიების მფლობელები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები არიან. ექსპერტების თქმით, ამ კომპანიის მფლობელები ასევე “ოცნებასთან” დაკავშირებული ბიზნესმენები არიან.

სახელმწიფოს მიერ წარმოებული სპირტის გასაყიდ ფასსა და პროცესის გამჭვირვალობაზე კითხვები აქვს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გოჩა ცოფურაშვილს. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რატომ შემცირდა ფასი და რა მოგებას იღებენ კომპანიები, რომლებიც სპირტს სახელმწიფოსგან ყიდულობენ.

შარშანდელი მოსავალი წელს გაიყიდა 5.8 ლარად. რეალურად, ეს არის ზოგადად მიღებულ საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლები. იკვეთება ისეთი მომენტი, თიტქოს ეს რარაცისთვის და ვიღაცისთვის. საზოგადოებამ ნუდა იცოდეს, რატომ მოახდა ასეთი ფასდაკლება, რატომ მოხდა 7-ჯერ გამოცხადებულის დაყვანა 5.8-ად, რატომ მოხდა მევენახეების ხარჯზე ფასდაკლება და ეკონომია და რატომ და რა ფასად იყიდება შემდეგ აქ ნაყიდი სპირტი, რა მოგება ნახეს, – ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი.

სახელმწიფო თანხების ხარჯვის გამჭვირვალობაზე საუბრობს „ფაფარი ველის“ დამფუძნებელი ნუკრი ქურდაძეც. ის ხელისუფლების ღვინის სექტორის პოლიტიკას აკრიტიკებს და ყურადღებას ყურძნის ჩაბარების პროცესში შექმნილ რიგებსა და მევენახეების მდგომარეობაზე ამახვილებს.

სად მიდის გადამხდელების ფული და რაში იხარჯება, მემგონი, ღირსები ვართ, რომ ვიცოდეთ, მათ შორის ჩემისთანა მცირე მარნების გადასახადების ფული, რომელსაც არც თუ ისე ცოტას ვიხდი. საქართველო კიდევ არ აწარმოებს იმდენ ღვინოს, რომ გაჭრდეს ამ ღვინის ცივილიზებულ ქვეყნებში გაყიდვა, უბრალოდ, ამას უნდა კარგი მარკეტინგი, კარგი სტრატეგია. არავითარი სტრატეგია არ არის, თუ არის, მცდარი სტრატეგიაა. გუშინ ჩავიარე ერთ-ერთ ქარხანასთან და შესასვლელი კარის ორივე მხარეს ტრასიდან, კილომეტრებიანი რიგები იყო, საერთო ჯამში, ალბათ 4 კილომეტრი და ეს უბედური ხალხი იდგა და ამ თაკარა მზეში ელოდებოდა, როდის ჩაიბარებდნენ, – ამბობს “ფაფარი ველის” დამფუძნებელი ნუკრი ქურდაძე.

სპირტის წარმოებისა და რეალიზაციის საკითხზე „შაბათის ეთერშიც“ გავიდა რეპორტაჟი. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირებისა და ჭარბი ყურძნის გადამუშავებისთვის მილიონობით ლარი იხარჯება. ყურძნისგან კერძო საწარმოებში დამზადებული სპირტი სახელმწიფო საკუთრებაში გადადის, მოგვიანებით კი აუქციონზე იყიდება.

„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, წელს სახელმწიფო რეზერვებიდან 10 მილიონი ლიტრი საბრენდე სპირტი გაიყიდა, რომლის საწყისი ფასი რამდენჯერმე შემცირდა. რეპორტაჟში ასევე აღნიშნულია, რომ საჯაროდ უცნობია, კონკრეტულად რომელმა კომპანიებმა შეიძინეს სპირტი და რა მოცულობით. ჟურნალისტებმა ინფორმაცია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მოსავლის მართვის კომპანიისგან გამოითხოვეს, თუმცა, მათი ცნობით, შესაბამისი მონაცემები ვერ მიიღეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვითარება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან, სადაც ახალგაზრდა დაჭრეს – ახალი დეტალები
  • მაჭავარიანი 2028 წლის არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს აანონსებს
  • რუსეთის არმიამ კიევში მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge