ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
აღნიშნულ შემთხვევაზე “მთავარი ამბები კახეთიდან” წერს.
45 წლის ლელი თეთრაულზე ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ავრცელებენ.
ცნობილია ის, რომ ქალი წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის და რამდენიმე წელია ემიგრაციაში იმყოფება.
ახლობლებისათვის უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
ცხედარს სამშობლოში 30 სექტემბერს ჩამოასვენებენ.
ლელი თეთრაულს 1 ოქტომბერს, დედოფლისწყაროში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
