Monday, September 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნგრევის 14 წლისთავის გასაპროტესტებლად უნდა შევიკრიბოთ რიყის პარკში, იქვე არსებულ ამფითეატრში – არ შეიძლება ამდენი ხანი მოთმენა!”- რას ამბობს პეტრე ცისკარიშვილი

September 28, 2026
“ნგრევის 14 წლისთავის გასაპროტესტებლად უნდა შევიკრიბოთ რიყის პარკში, იქვე არსებულ ამფითეატრში – არ შეიძლება ამდენი ხანი მოთმენა!”- რას ამბობს პეტრე ცისკარიშვილი

ამ ნგრევის 14 წლის თავის გასაპროტესტებლად უნდა შევიკრიბოთ რიყის პარკში, იქვე არსებულ ამფითეატრში – არ შეიძლება ამდენი ხანი მოთმენა! გელოდებით ყველას 1-ელ ოქტომბერს, 17:00 საათზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაანონსებულ აქციაზე ადამიანები იქნებიან, როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან.

„20 წლის თავზეც კი ეს საცირკო შოუ, 7 ნოემბერთან დაკავშირებული ეგრეთ წოდებული სასამართლო პროცესი გრძელდება. ეს თავისთავად, შინაარსობრივადაც აბსურდია. მაშინდელმა მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელმაც აბსოლუტური პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, გადადგა თანამდებობიდან და ჩატარდა ხელახალი არჩევნები.

ზუსტად 19 წლის თავზე, 19 წელია გასული იმ პერიოდიდან, ეს ეგრეთ წოდებული სასამართლო ზის აქ და სერიოზული სახეებით მსჯელობენ და განიხილავენ იმ პერიოდის მოვლენებს. კიდევ უფრო მეტად უნდათ, რომ ის აბსურდული ბრალი, რაც სააკაშვილს უკვე წარდგენილი აქვს, 12 წელზე მეტი აქვს გამოწერილი „ქოცური“ მართლმსაჯულების ხელით, კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს ამ აბსურდული 7 ნოემბრის სასამართლო მოსმენებიდან გამომდინარე.

სწორედ ამიტომ, ამ ნგრევის 14 წლისთავის გასაპროტესტებლად უნდა შევიკრიბოთ რიყის პარკში, იქვე არსებულ ამფითეატრში. პირველ ოქტომბერს, 17:00 საათზე. მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და საინტერესო შეკრება გავმართოთ. ბევრი ადამიანი გამოვა სიტყვით, ბევრი ჩვენი მეგობარი და მხარდამჭერი მოვა თბილისიდან, ასევე ჩამოვლენ რეგიონებიდანაც.

არ შეიძლება ამდენი ხანი მოთმენა! სიმბოლურად, თვითონ ეს რიყის დოქების შენობა, რომელიც იყო ერთ-ერთი უპრინციპულესი და ულამაზესი ამ ქალაქში, ინგრევა და „ქოცების“ ხელით იშლება.

ამის ნახვა ალბათ ბევრისთვის საინტერესო იქნება, ვისაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ იმ ადგილებში გაევლო და საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ სპობს ამ არქიტექტურულ მემკვიდრეობას „ქოცების“ რეჟიმი.

გელოდებით ყველას 1-ელ ოქტომბერს, ხუთშაბათს, 5 საათზე”,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 28 სექტემბრის დღის ბოლოდან პირველი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება
  • “კადრების ცვლილება ჩვეულებრივი თემაა, თუმცა ახლა არაფერი მაგდაგვარი არ იგეგმება” – რას ამბობს გია ვოლსკი
  • “სააკაშვილი თავად არის ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებლად”- “ქართული ოცნების” პასუხი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge