ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული მეგის ქარდავა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც, მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ცნობისთვის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მსჯავრდებულ მეგის ქარდავას ე.წ. კასრების საქმეში სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას, წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.
