Monday, September 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები თექვსმეტი ქვეყნის 32 მიმართულებით ხორციელდება, აქედან 25 ევროპული მიმართულებაა”- რას ამბობს ლევან მოსეშვილი

September 28, 2026
“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები თექვსმეტი ქვეყნის 32 მიმართულებით ხორციელდება, აქედან 25 ევროპული მიმართულებაა”- რას ამბობს ლევან მოსეშვილი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება 14 წლის წინ დაიწყო და მგზავრთნაკადის მიხედვით, დღეს ის საქართველოში სიდიდით მეორე აეროპორტია, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა.

ლევან მოსეშვილის თქმით, 14 წლის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტში ბევრი რამ შეიცვალა – დაემატა ახალი სამგზავრო ტერმინალი, განვითარდა ინფრასტრუქტურა და გაიზარდა სერვისები. აეროპორტის წარმატებაზე საუბრისას მან ასევე ისაუბრა მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკაზე და აღნიშნა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართულებების დამატებაზე.

„ქუთაისის აეროპორტი 14 წლის წინ როცა გაიხსნა, პირველ წელს დაახლოებით 12,800 მგზავრი გვყავდა. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 1 მილიონ 800 ათას მგზავრამდე გაიზარდა. დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ხორციელდება, აქედან 25 ევროპული მიმართულებაა. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებასა და მიმართულებების დამატებაზე. გვინდა, ჩვენს მგზავრებს, მოსახლეობასა და ტურისტებს ხელი შევუწყოთ, რომ ევროპის სხვადასხვა მიმართულებასთან პირდაპირი დაკავშირებადობა ჰქონდეთ. ჩვენი მიზანია, მსოფლიოს სხვადასხვა დიდი ქვეყანა, ქალაქი და დედაქალაქი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დავაკავშიროთ“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.

ლევან მოსეშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 10 წელი შესრულდა ქუთაისში აეროპორტის მთავარი პარტნიორის, Wizz Air-ის ბაზის გახსნიდან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა უნგრულ ავიაკომპანიას მიულოცა და წარმატება უსურვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა პირობებში იხდიან სასჯელს პატიმრები – მუსელიანცის დედობილი გლდანის ციხეში ომბუდსმენის შესვლას ითხოვს
  • “ევროკავშირს რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევს, 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო გასაწევრიანებლად ყველაზე მომზადებული იქნება”- რას ამბობს ლევან მაჭავარიანი
  • მეგის ქარდავა ე.წ. კასრების საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge