დღეს, საქართველოს ნაკრები, ერთა ლიგის მეორე ტურში, “დინამო არენაზე”, უკრაინას უმასპინძლებს და, ჩრდილოეთ ირლანდიასთან წარუმატებელი სტარტის შემდეგ, წარმატების მიღწევას შეეცდება.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრას ჩვენი ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდება.
საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის ეპოქა დასრულდა – ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მარცხის შემდეგ, ფრანგმა სპეციალისტმა თანამდებობა დატოვა, მთავარი მწვრთნელის პოსტზე კი რამაზ სვანაძე დაინიშნა.
