მარში – „ აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს“ მიმდინარეობს.
თსუ-ს ეზოში მარშის მონაწილეები შეიკრიბნენ, რომელიც ოფიციალურად 20:00 საათზე დაიწყო.
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, ზუსტად 33 წლის წინ, სოხუმის დაცემით დასრულდა. სხვადასხვა მონაცემით, ომმა 10-დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იქცა.
