Sunday, September 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“27 სექტემბერს სოხუმი არ დაცემულა. ეს გახლდათ რუსეთის სპეცსამსახურებში დამუშავებული სცენარი ქართველთა გენოციდის კულმინაციაზე” – რას აცხადებს შალვა ნათელაშვილი

September 27, 2026
შალვა ნათელაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში სოხუმის საქართველოს კონსტიტუციურ დედაქალაქად გამოცხადებას დააყენებს დღის წესრიგში. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ასევე უნდა დაიწყოს მუშაობა აფხაზეთში ქართველთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებისთვის, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი დე ფაქტო თანამდებობის პირების საერთაშორისო ძებნა და იქ მომუშავე კომპანიების სანქცირება უნდა მოითხოვონ.

“27 სექტემბერს სოხუმი არ დაცემულა. ეს გახლდათ რუსეთის სპეცსამსახურებში დამუშავებული სცენარი ქართველთა გენოციდის კულმინაციაზე, რაც, სამწუხაროდ, განხორციელდა, მაგრამ სოხუმი და აფხაზეთი დგას, ის ჩვენ გველოდება, საქართველოა აუცილებლად აღდგება, ამაღლდება და ჩვენ იქ დავბრუნდებით. თუმცა, ამ პერიოდში ივანიშვილის დიქტატორული სისტემა მოგვევლინა კრემლისტურ ძალად და მოსკოვმა თანამონაწილეობაში გააგრძელა საქართველოს ანექსირებისა და ქართველთა გენოციდის სტრატეგია აფხაზეთში. დაუსჯელად მოხერხდა საჰაერო, საგზაო, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენა, ასევე სრულიად დაუსჯელად გრძელდება ქართველთა ამოძირკვის პოლიტიკა, სკოლების დახურვა, კლასების გაუქმება, ასიმილაცია ქართული გენისა და რაც ყველაზე ტრაგიკულია, რუსეთის სამხედრო ბაზებს აფხაზეთში ივანიშვილის რეჟიმი უფასოდ აწვდისელექტროენერგიას, საწვავს, ენერგეტიკულ-სტრატეგიულ მასალებს. მეტი ღალატი, მეტი მცდელობა ეროვნული მკვლელობისა რაღა უნდა იყოს და ვიმეორებ, ივანიშვილის ხროვა აუცილებლად აგებს პასუხს მათ შორის აფხაზეთშ ჩადენილ ამ სერიოზულ დანაშაულებებზე ერის წინაშე, რასაც ისინი აკეთებენ.

რეჟიმის შეცვლისთანავე, რაც აუცილებლად მოხდება, ჩვენ მივიღებთ აუცილებელ გადაწყვეტილებებს: აფხაზეთში მიმდინარე პროცესები მსოფლიოს მიერ აღიარებული იქნება ქართველთა გენოციდად და მოხდება გენოციდის ჩამდენი ყველა სახელმწიფოს, ყველა სუბიექტის და ყველა მოვლენის დასჯა და დევნა მსოფლიოს მასშტაბით. სოხუმი გამოცხადდება საქართველოს კონსტიტუციურ დედაქალაქად და ყოველგვარი გეგმები, საერთაშორისო სამართლებრივი კუთხით, წარმოაჩინონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, იქნება წყალში ჩაყრილი. ყველა თანამდებობის პირი, მათ შორის რუსეთის სამხედრო ბაზების ხელმძღვანელობა, ვინც კი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ირქმევს “მინისტრს”, “პრეზიდენტს”, “დეპუტატს”, “პრემიერს”, “გენერალს” თუ რაღაცას, გამოცხადდება საერთაშორისო ძებნაზე ინტერპოლის საშუალებით, ხოლო ყველა კომპანია, რომელიც მუშაობს, საქმიანობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დასანქცირებული იქნება საერთაშორისო მასშტაბით” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოხუმის დაცემიდან დღეს 33 წელი გავიდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გინდა მეზობელ ქვეყნებს შეადარე, გინდა წინა ხელისუფლებებს, გინდა იგივე ოცნების წინა პრემიერ/პრეზიდენტებს, სურათი ერთი და ნათელია” – რას აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
  • ხელვაჩაურის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი დაიღუპა – ორი ბავშვი კი დაშავდა
  • “27 სექტემბერს სოხუმი არ დაცემულა. ეს გახლდათ რუსეთის სპეცსამსახურებში დამუშავებული სცენარი ქართველთა გენოციდის კულმინაციაზე” – რას აცხადებს შალვა ნათელაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge