„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ომში დაღუპულებს პატივს მიაგებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთო ეროვნული საქმეა, ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენა კი – საერთო მომავლისთვის აუცილებელი პირობა.
ხაზარაძის განცხადებით, ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის ქვეყანას ურყევი ევროპული კურსი, ძლიერი ეკონომიკა და ჯარი, ასევე თავისუფალი ადამიანები სჭირდება.
“27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ქართველისთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა.
პატივს მივაგებთ აფხაზეთის ომში დაღუპულ ჩვენს გმირებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ომის უმძიმესი ფასი გადაიხადა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი საერთო ეროვნული საქმეა. ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენა კი ჩვენი საერთო მომავლისთვის აუცილებელი პირობა.
ერთიანი, ძლიერი საქართველოსთვის ძლიერი სახელმწიფო გვჭირდება ურყევი ევროპული კურსით, ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი ჯარით და თავისუფალი ადამიანებით”,- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
