Saturday, September 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

კახა კალაძის პირველი გამოხმაურება ვილი სანიოლის წასვლაზე

September 26, 2026
კახა კალაძის პირველი გამოხმაურება ვილი სანიოლის წასვლაზე

კახა კალაძის პირველი გამოხმაურება ვილი სანიოლის წასვლაზე – “ქართული ოცნების” ლიდერი და ვეტერანი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს მადლობას უხდის.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, კალაძე წერს, რომ “საქართველო არ ივიწყებს ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიაში თავიანთი ფურცელი დატოვეს”.

მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელიც ქართულ ფეხბურთში თავისი ისტორიითა და წარმატებებით მოვიდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საკუთარი კვალი დატოვა.
2021 წელს, როცა ვილი სანიოლი მთავარ მწვრთნელად მოვიდა, ჩვენი ნაკრებისთვის რთული პერიოდი იყო. მან გუნდის მართვასთან ერთად უმნიშვნელოვანესი რამ გააკეთა- ჩვენს ბიჭებს დაუბრუნა რწმენა, ბრძოლის უნარი და გაუჩინა განცდა, რომ ყველა ოცნების ასრულება შესაძლებელია.
რა თქმა უნდა, ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება. შემდეგ კი იყო დაუვიწყარი გამარჯვება პორტუგალიასთან და ისტორიული გასვლა მერვედფინალში. დღეს მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ და ამაში სანიოლის წვლილი მნიშვნელოვანია.
მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა.
საქართველო არ ივიწყებს ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიაში თავიანთი ფურცელი დატოვეს.
ვილი სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. მადლობა!”, – წერს კახა კალაძე.

ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარ არის – საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.

სვანაძის დებიუტი ორშაბათს, 28 სექტემბერს, უკრაინელებთან საშინაო მატჩში შედგება.

ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში გუშინდელი თამაშის შემდეგ დადგა – საქართველოს ეროვნულმა გუნდმა „დინამო არენაზე” უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიელებთან 0:1 წააგო, რის გამოც სანიოლს წილად უდიდესი კრიტიკა შეხვდა.

ჩრდილოეთ ირლანდიასთან სასტარტო მატჩში დამარცხების შემდეგ, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “შეცდომებს ყველა უშვებს”.

რაც შეეხება სვანაძეს, მას დღეს ახალგაზრდული ნაკრები სათამაშოდ ბერძნებთან უნდა გაეყვანა, თუმცა მის ნაცვლად ამ თანამდებობას რამაზის ასისტენტი გიორგი ადამია ჩაიბარებს.

სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 2024 წელს საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია და ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გვსურს გამოვეხმაუროთ ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის, ლევ მიხეევის შესახებ სხვადასხვა წყაროში გავრცელებულ არასწორ, დამახინჯებულ და ინტერპრეტირებულ ინფორმაციას” – შსს განცხადებას ავრცელებს
  • ზღვის უბნის ახლად გახსნილ პარკში სამუშაოები მიმდინარეობს – გადათხრილია მედიათეკის ტერორია
  • სად და რა ფასად ვყიდულობთ შოკოლადს, რომელიც შესაძლოა, გაძვირდეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge